საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ავსტრიას ორჯერ ეთამაშება

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ავსტრიაში გაემგზავრა, სადაც 5 და 7 მარტს ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს მასპინძელთა ნაკრებთან.

გიორგი მიქაძემ ავსტრიაში წასვლამდე გუნდი თბილისში შეკრიბა, საბოლოოდ კი 20-კაციანი შემადგენლობა შეარჩია:

მეკარეები:
ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ავთო კაპანაძე (ჩიხურა)

მცველები: გიორგი მირზიკაშვილი (დინამო თბ), ლაშა კვარაცხელია (დინამო თბ), ლუკა ხორავა (საბურთალო), ზურაბ ერაძე (დინამო თბ), ნიკა კოკაია (გაგრა), საბა ჭინჭარაული (ბევერენი, ბელგია), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბ)

ნახევარმცველები: ანდრია დევდარიანი (ტორპედო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბ), ნიკა ტალახაძე (საბურთალო), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბ), შალვა ოგბაიძე
(მაგდებურგი, გერმანია), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბ), ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია)

თავდამსხმელები: გიორგი ომარაშვილი (ლოკომოტივი), გურამ ხვედელიძე (ტორინო, იტალია), მიხეილ ქოჩაკიძე (დინამო თბ), ლუკა ტორონჯაძე (გაგრა)

მოზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული