ფოტო: gff.ge
19 მარტს, გამთენიისას, საქართველოს 17 წლამდე ქალთა ნაკრები უნგრეთში გაემგზავრა, სადაც უეფას 2018-2019 წლების ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ნაკრები აღნიშნული რანგის ტურნირში საქართველოს ქალთა ფეხბურთის ისტორიაში პირველად იასპარეზებს. საქართველოს 17 წლამდე ქალთა ნაკრების ჯგუფში ინგლისის, უნგრეთისა და საბერძნეთის ნაკრებები ითამაშებენ.
ელიტ-რაუნდის პირველ შეხვედრას საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები უნგრეთის ქალაქ დიორში 21 მარტს, თბილისის დროით 17:30 საათზე ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
17 წლამდე ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან ბაჯელიძემ ელიტ-რაუნდში საასპარეზოდ 18 ფეხბურთელი დაასახელა:
მეკარეები: სვეტლანა გაბელაია
მცველები: ნუცა გურიელიძე (ქსკ "ნორჩი დინამო", თბილისი), ელენე რაუხი (ქსკ "თბილისის თბილისი"), ქეთევან ცაავა (ქსკ "მართვე", ქუთაისი), ანა აკობიძე (ქსკ "ნიკე", თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (ქსკ "ნიკე", თბილისი), ანა ძაძუა (ქსკ "თბილისის თბილისი");
ნახევარმცველები: ნათია დანელია (ქსკ "ნიკე", თბილისი), მაიკო ბებია (ქსკ "ნიკე", თბილისი), ანა წულაია (ქსკ "კოლხეთი", ხობი), მეგი გოცირიძე (ქსკ "თბილისის თბილისი"), ანასტასია ბოლქვაძე (ქსკ "ნიკე", თბილისი), მეგი ეჯიბია (ქსკ "ნიკე", თბილისი), ელენე კახნიაშვილი (ქსკ "ნორჩი დინამო");
თავდამსხმელები: ნათელა წოწერია (ქსკ "ლანჩხუთი"), ლიზი მწყერაშვილი (ქსკ "ნიკე", თბილისი), მარიამ რომანჩუკი (ქსკ "ლანჩხუთი").
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით