მაკედონიაში დაიწყო უეფას განვითარების თასი 16-წლამდელთა ნაკრებებს შორის.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებისთვის პირველი ტური წარმატებული გამოდგა - გიორგი ჩიტაურის გუნდმა 2:0 დაამარცხა აზერბაიჯანი. გოლები გიორგი აბუაშვილმა და ჯადული იობაშვილმა გაიტანეს.
მეორე ტურში, 24 მარტს, ჩვენი ნაკრები მასპინძელ მაკედონიას დაუპირისპირდება.
მთავარმა მწვრთნელმა აზერბაიჯანელებთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ხარატიშვილი, აბჟანდაძე, გრიგალაშვილი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, გაგნიძე, ზოსიაშვილი, აბუაშვილი, გვიშიანი, ონიანი, იობაშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: ტატიშვილი, სიჭინავა, ო. მამაგეიშვილი, გ. მამაგეიშვილი, კვაშილავა, ამბროსაძე, ვაზაგაშვილი, ღონღაძე.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით