U21. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 მარტს, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში სლოვენიას 3:0 მოუგო.

მატჩის პირველი ნახევარი საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა, რომელსაც რამდენიმე მომენტი ჰქონდა. გია ცეცაძის შეგირდები განსაკუთრებით შუა პირველ ტაიმში გააქტიურდნენ: არაბიძემ მიზანს ვერ უწია, ლაკვეხელიანმა არაბიძის კარგი პასი ვერ გამოიყენა და ბურთი ხარიხას გადააცილა, არდაზიშვილის მიერ საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და ბოლოს ანგარიშიც გაიხსნა. არდაზიშვილის ჩაწოდებული კუთხურისას მცველის მიერ გამოტანილი ბურთი მეკარეს მოხვდა და კარის ბადეში აღმოჩნდა.

შესვენების შემდეგ ჩვენმა გუნდმა სწრაფად გაზარდა ანგარიში. ბრეკალომ საჯარიმოში აქტიური კობოური წააქცია და
თერთმეტმეტრიანი არაბიძემ გამოიყენა. საქართველოს ნაკრებს 72-ე წუთზე მესამე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ შეცვლაზე შესულმა ქავთარაძემ ბურთი კარს ოდნავ ააცილა.

თუმცა, საქართველოს ნაკრებმა მაინც გაიტანა მესამე გოლი, როდესაც არაბიძე მეკარესთან პირისპირ გაიჭრა და დუბლი შეასრულა.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
საქართველო - სლოვენია 3:0
გოლები: 1:0 ვოდიშეკი (34, საკ. კარში), 2:0 არაბიძე (47, პენ), 3:0 არაბიძე (89)

საქართველო: გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ლაკვეხელიანი (ჩოგაძე 82), მალი (სილაგაძე 82), კუცია (ნინუა 90), ქოჩორაშვილი (ძებნიაური 90), არდაზიშვილი (დავითაშვილი 61), ბერიაშვილი, ბუღრიძე (ქავთარაძე 61), არაბიძე (სპანდერაშვილი 90)

26 მარტს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გორში ისრაელს უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
საცოდაობა არაა არაბიძისნაირი ტალანტი საკლუბო დონეზე ასე საცოდავათ ბღლარძუნობდეს.გამოფხიზლდი რა არაბ და გამოიყენე რა შენი ნიჭი.
1
ვიდეოს მიხედეთ, ხო არ გაჟრჟოლებთ.
ვვვ
21:57 22-03-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული