საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ჩაატარა სტუმრად ავსტრიასთან და 1:0 დაამარცხა მეტოქე.
ჩვენმა გუნდმა თავიდანვე აგრესიულად დაიწყო თამაში და ერთადერთი ბურთი გიორგი გულიაშვილმა უკვე მე-2 წუთზევე გაიტანა. მომენტები ამის შემდეგაც იყო, თუმცა ვერცერთმა გუნდმა მათი რეალიზება ვეღარ მოახერხა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ბოლო წამებზე მსაჯმა ცოტნე კაპანაძე გააძევა მოედნიდან.
ამით რამაზ სვანაძის გაწვრთნილი 18-წლამდელების ავსტრიული შეკრება (1:0, 1:3) დასრულდა.
მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), ლუკა მიქაია (ტორპედო);
მცველები: ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო),
ნახევარმცველები: ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), ნიკა გაგნიძე (დილა), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ), ნიკა ხორხელი (დინამო თბ), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), დავით ლორთქიფანიძე (პადოვა, იტალია), ოთარ აფციაური (საბურთალო), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო);
თავდამსხმელები: ლადო ჩიხრაძე (ატლეტიკო, ესპანეთი), გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი).
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით