საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ბულგარეთს სძლია

AutoSharing Option
19 აპრილს, საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა სტუმრად ამხანაგურ მატჩში ბულგარეთი 2:0 დაამარცხა.

ანგარიში გიორგი გულიაშვილმა გახსნა, მოგვიანებით კი ირაკლი აზაროვმა გიორგი გაგუას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა.

მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ასეთი შემადგენლობა დააყენა: კუტალაძე, სამსონია, ჯანგიძე, კალანდაძე, აზაროვი, აწყურელი, ნონიკაშვილი, ლორთქიფანიძე, გულიაშვილი, მოისწრაფიშვილი, გაგუა.

შეცვლაზე შევიდნენ: კოპალეიშვილი, ოდიშელიძე, მელიქიშვილი, გაგნიძე, ბოჭორიშვილი, ასკურავა.

მეორე შეხვედრას გუნდები 22 აპრილს ჩაატარებენ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული