15 მაისს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა შვეიცარიაში.
გიორგი ჩიტაურის გუნდმა შეხვედრა კარგად დაიწყო და 30-ე წუთზე გიორგი აბუაშვილის გოლითაც დაწინაურდა.
პირველი ნახევარი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ტაიმში მომენტები ორივე კართან შეიქმნა, თუმცა მასპინძლებმა დასკვნით 10 წუთში შეცდომებით ისარგებლეს და თამაშის შემოტრიალება შეძლეს - 3:1.
საქართველოს ნაკრები მოედანზე შემდეგი შემადგენლობით გავიდა:
შურღაია, აბჟანდაძე, სალუქვაძე, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, ო. მამაგეიშვილი, გვიშიანი, გაგნიძე, გ. მამაგეიშვილი, აბუაშვილი, იობაშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: გეგიაძე, ზოსიაშვილი, უგრეხელიძე.მეორე ამხანაგურ მატჩს გუნდები 16 მაისს ჩაატარებენ.
მომზადებულია Gff.ge-ს მიხედვით