U16. საქართველოს ნაკრებმა ბოსნიაც გაანადგურა

AutoSharing Option
20 აგვისტოს ლიეტუვის ქალაქ კაუნასში, უეფას განვითარების თასზე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ბოსნიელი თანატოლები დაამარცხა.

ანგარიში პირველ ტაიმში გიორგი ხაბულიანმა გახსნა, რომელმაც მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა - 2:0. საბოლოო ანგარიში კი გიორგი გოჩიაშვილმა დააფიქსირა - 3:0.

ზურაბ ხიზანიშვილის შეგირდებმა პირველ შეხვედრაში მოლდოვა 4:0 დაამარცხეს. უეფას განვითარების თასზე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები მესამე მატჩს მასპინძელ ლიეტუვასთან გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბოსნია-ჰერცეგოვინა და არა ჰერცოგოვინა.
Odala
17:44 20-08-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული