19-წლამდელები პოლონეთს უმასპინძლებენ

AutoSharing Option
10 სექტემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროშესარჩევი ციკლისთვის მზადების ფარგლებში მორიგ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, ამჯერად პოლონეთთან.

შეხვედრა „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე გაიმართება და 19 საათზე დაიწყება. მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ უკვე შეარჩია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც პოლონელებთან სათამაშოდ მოემზადებიან:

მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), ლუკა მიქაია (ანორთოსისი, კვიპროსი), რევაზ ლომიძე (ლოკომოტივი)

მცველები: თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბ), სანდრო კალანდაძე (დინამო თბ), ზურაბ ჭავჭანიძე (ლოკომოტივი), ცოტნე კაპანაძე (რუსთავი), ლაშა აწყურელი (დინამო თბ), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ბექა ხარაიშვილი (საბურთალო), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი),
საბა ჭინჭარაული (ბევერენი, ბელგია)

ნახევარმცველები: გიორგი კანდელაკი (თელავი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ნიკა გაგნიძე (დილა), გიორგი ლომთაძე (ლოკომოტივი), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბ)

თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი), გიორგი გაგუა (ალავესი, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო)

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ნონოკაშვილი ვინაა? საბურთალოს რომელ გუნდში თამაშობს?
ეკე
01:15 30-08-2019
0

სიახლეები პოპულარული