გია ცეცაძის გუნდი შვეიცარიელებთან 11 ოქტომბრის მატჩს დანაკლისით ხვდება - გუნდს ტრავმების გამო ლუკა ლაკვეხელიანი და ლევან ხარაბაძე გამოაკლდნენ. მათ ნაცვლად მთავარმა მწვრთნელმა საბურთალოელი იური ტაბატაძე და ტორპედოელი ვახტანგ ნებიერიძე გამოიძახა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 6 ქულით ევროშესარჩევ ჯგუფს ლიდერობს, შვეიცარიას კი 3 ქულა აქვს მარაგში.
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი), გიორგი ჩოჩიშვილი (დილა, გორი)
მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), თორნიკე ძოწენიძე (თელავი), ლუკა ლოჩოშვილი
ნახევარმცველები: პაატა კიტეიშვილი (რუსთავი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი, თბილისი), გიორგი კუცია (დილა, გორი), ნიკა ნინუა (დინამო, თბილისი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი)
თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), გიორგი არაბიძე (ადანასპორი, თურქეთი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა, გორი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო, თბილისი), ბექა ქავთარაძე (რუსთავი)