U21. საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 ოქტომბერს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე სტუმრად შვეიცარიასთან 1:2 დამარცხდა.

გია ცეცაძის შეგირდებმა პირველი ორი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს - შინ ლიხტენშტაინთან (4:0) და გასვლაზე აზერბაიჯანთან (3:0), ამჯერად კი მეტოქედ გაცილებით ძლიერი შვეიცარია ჰყავდათ და საინტერესო გახლდათ, როგორ ითამაშებდნენ და როგორ შედეგს მიაღწევდნენ. მოკლედ, ძალიან სერიოზული გამოცდა ჰქონდათ ჩასაბარებელი.

ჩვენს გუნდს, რომელსაც ტრავმების გამო ლაკვეხელიანი და ხარაბაძე ვერ დაეხმარნენ, მე-6 წუთზე შეეძლო დაწინაურება, როდესაც სწრაფი კონტრშეტევისას არაბიძე სამ მოწინააღმდეგეს გასცდა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

ჩვენი გუნდი ხშირად პრესინგს მიმართავდა,
იერიშები კი მეტოქის კარზე ერთფეროვნად, მარჯვენა ფლანგიდან მიჰქონდა, სადაც მალი და არაბიძე აქტიურობდნენ.

სადღაც მე-15 წუთის შემდეგ მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და ზედიზედ 3 კარგი მომენტი გააცუდეს. შემდეგ გიიმონემ თავურით გოლიც გაიტანა, მაგრამ საბედნიეროდ, მსაჯმა მის მიერ ლოჩოშვილთან ბურთზე ბრძოლისას წესების დარღვევა დააფიქსირა. მერე ოკაფორმა საჯარიმოდან ორჯერ ოდნავ ააცილა მიზანს და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

აშკარად გამოჩნდა, რომ ბურთის დაჭერა ჩვენს ნახევარდაცვას უჭირდა, დაცვის მარცხენა ფრთა ვერ უმკლავდებოდა ოკაფორს და ცეცაძეს აუცილებლად რაღაც უნდა შეეცვალა.

შესვენების შემდეგ ჩვენი დაცვის მარცხენა ფრთა ჩავარდა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ვარგასმა ანგარიში გახსნა, თუმცა მალე არაბიძემ თავისი საფირმო საჯარიმოთი საპასუხო გოლი გაიტანა.

მერე შვეიცარიას შეეძლო კვლავ დაწინაურება, მაგრამ შეცვლაზე შესულ ლოტომბას დარტყმულ ბურთს ჯერ ჩვენი გუნდის მცველი გადაეფარა, ხოლო შემდეგ მასვე გუგეშაშვილმა არ დაანება გატანა. 79-ე წუთზე არაბიძემ ვერ გამოიყენა კარგი შანსი და გოლი საკუთარ კარში მივიღეთ - ლოტომბამ ლოჩოშვილს დაასწრო და გუგეშაშვილის კარი დალაშქრა. მოწინააღმდეგის მორიგი იერიშისას უკვე ლოჩოშვილმა ბოლო მომენტში გადაარჩინა ჩვენი გუნდი და ცეცაძემ სამმაგი ცვლილება განახორციელა - შესაძლოა, ნაგვიანები.

89-ე წუთზე მალიმ შეცვლაზე შესული სპანდერაშვილი მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა, მან მიზანს ვერ უწია და წავაგეთ.

საქართველოს ნაკრებს კიდევ ორი გასვლითი შეხვედრა აქვს - 16 ოქტომბერს საფრანგეთთან და 18 ოქტომბერს სლოვაკეთან.

ვინტენტური. "შუტცენვიზე"
შვეიცარია - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 ვარგასი (57), 1:1 არაბიძე (61), 2:1 ლოტომბა (83)

შვეიცარია: რაციოპი, ზეისიგერი, სიდლერი, ვან დერ ვერფი, რუეგი (ნდოიე 83), ტომა, პუშიჩი (ბაირამი 73), დომჯიონი, გიიმონე (სტოიკოვიჩი 73), ოკაფორი (ლოტომბა 59), ვარგასი

საქართველო: გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ბერიაშვილი, მალი, კუცია, სილაგაძე (ნებიერიძე 86), ნინუა (კოხრეიძე 86), არაბიძე, არველაძე (ბუღრიძე 86), ქავთარაძე (სპანდერაშვილი 76)
მკითხველის კომენტარები / 33 /
წინ კიდევ დიდი თამაშები ელით, ვფიქრობ პროგრესი ნათლად ჩანს და თან ჩვენი ნაკრების ლიდერი გუნდს ისე გაუძღვება როგორც საჭიროა, ბიჭებმა უნდა დაუდგნენ მხარში,ყველაფერი მაგრად იქნება!! შრომა და შრომა!! მადლობა არაბიძეს რომ ამდენი კრიტიკის და წინააღმდეგობის მიუხედავად თან ეს იმ ფონზე რომ პატარა ბიჭს მამა დააკლდა არ დანებდა და სწორი გზა აირჩია ესე გააგრძელებს და მალე დაადუმებს პატივცემულ კრიტიკოსებს და ზოგ-ზოგიერთ ჟურნალისტს!!!
წარმატებები ნაკრებს მე მჯერა ჩვენი გამარჯვების!!!
ჩორნა
12 ოქტომბერი 2019 09:30
2
აი ქართველი მწვრთელის მაღალი კლასი. განსაკუთრებით ცხადად შეცვლებში გამოიხატა.ეს ტამაში წააგო მწვრთელმა.იჯდა მერე სკამზე ატრიალებდა თვალებს გაოგნებული.
დათო
12 ოქტომბერი 2019 01:39
4
რა დასანანი მარხციო, კაცურად მოგვიგეს და კლასითაც მაღლა დგას შვეიცარია.
კესო
12 ოქტომბერი 2019 01:31
7
ცეცაძემ რომ ვერ გაიყვანოს გუნდი ევროპაზრ ხომ უნდა წავიდეს ნაკრებიდან? სხვებიც ადაკობრივი მწვრთნელები რა ნიშნით არიან დანიშნულები? რა მიღწევები ქონდათ ადრე?ისე საინტერესოა რატომ იძახებს ცეცაძე მხოლოდ უთამაშებელ ფეხბურთელებს რომლებივ თვეებია გუნდში ათი წუთიც არაქვთ ნათამაშები,ამ დროს საუკეთესო ფეხბურთელებს არ ათამაშებს ძირითადში ან საერთოდ არც ყავს,ეს ასაკობრივის მწვრთნელები იქნებ ფსიქოლოგებმა შეამოწმონ
badri
12 ოქტომბერი 2019 00:54
1
როცა გავათანაბრეთ ანგარიში მაშინვე დავიწყეთ თამაში ანგარიშის არაა გაზრდაზე არამეტ შენარჩუნებაზე შეცვლები დააგვიანა მწვრთნელმა არველაძე ვეღარ დადიოდა სტადიონზე ბოლოს შესაცვლელი იყოო გოლის მერე უნდა გაეძლიერებინა შეტევაა გათვლა გააკეთეს შენარჩუნებაზე და ბოლოსკენ მოიტოვეს შეცვლები დროის გასაყვანად და აი ზუსტად მანდ დაუშვეს შეცდომა.
Giorgi
12 ოქტომბერი 2019 00:45
0
ცეცაძე ვაისზე მშირარაა. შეცვლებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.....
ტარტაროზი
12 ოქტომბერი 2019 00:12
2
კი ნამდვილად "ვაისი" სჭირს ცეცაძესაც თამაშის გადაწყობის და შეცვლების ამბავში.
ანესთეზეოლოგი
12 ოქტომბერი 2019 00:36
0
ძალიან დასანანი მარცხი იყო მითუმეტეს ასეთი სატურნირო მდგომარეობის ფონზე. საერთო ჯამში ჩვენები შვეიცარიას ბევრით არაფრით ჩამოუვარდებოდნენ. მხოლოდ ფიზიკურ კონდიციასა და ხისტ თამაშში იყო ძირითადი განსხვავება. ამაში ჩანდა, რომ ჩვენებს (ვინც საქართველოში თამაშობს) უჭირდათ ტემპის აყოლა. მაგრამ ყველა შემთხვევაში ასე არ იყო. აშკარა იყო შვეიცარია 1:1-ზე გამტანი აღარ იყო თუ ისევ ჩვენები არ გაუკეთებდნენ საჩუქარს. ცეცაძემ ძალაინ დააგვიანა შეცვლები. სადღაც 70 წუთის შემდეგ აშკარად გვჭირდებოდა ახალი სისიხლი და ბურთის დაჭერა. ყველა ველოდით რომ ბუღრიძე და კოხრეიძე გამოვიდოდა მოედანზე და ეს პრობლემა გადაიჭრეოდა. მივიღებდით სწრაფ ფლანგებს და მეტ შეტევით პოტენცილს. შვეიცარიას გაუჭირდებოდა ფიზიკურად და ჩვენ შეტევების გამწვავებას და ბურთის მეტი ხნით შენარჩუნებას შევძლებდით. თავისუფლად შეგვეძლო მოგებაზე გაგვეწია. მაგრამ ცეცაძემ მოედანზე სპანდერაშვილი შემოიყვანა:) რომელიც თუ კი ბურთზე მიასწრებდნენ მას უკვე დაკარგულად თვლიდა და ისე ატარებდა მოწინააღმდეგეს, როგორც ორსულ ქალს პურის რიგში. ბოლო 4 წუთში გაკეთებულ შეცვლებს კი რაღა უნდა გამოესწორებინა. მოკლედ, რესურსი და საშუალება იყო მაგრამ რათ გინდა...
ანესთეზეოლოგი
12 ოქტომბერი 2019 00:10
0
გულდასაწყვეტი იყო ნამდვილად, სპანდერაშვილს რომ გაეტანა, ქულასაც ავიღებდით და თვითონაც მოხვდებოდა ყურადღების ცენტრში,/ ჩემი აზრით არაბიძე რაც უფრო მეტი ცივსისხლიანად ითამაშებს შეტევაში მით უფრო გამოუვა თამაში!
Vasili
11 ოქტომბერი 2019 23:54
1
კარგი ბიჭები ხართ,ცოტა მეტი კონცენტრაცია დაცვაში და უკეთესი შედეგი დაიდება. ფეხბურთს თამაშობენ,რადმდენიმე მონაკვეთი ძალიან კარგი იყო.ცოტა მეტი გაბედულება წინ და ნაკლები ფაციფუცი დაცვის დროს.კახელი ატბორზე კაია მარა ბურთი როცა აქვს ამოტანა უჭირს.მეორე გოლზეც მაგან ჩააბარა ბურთი ცენტრში.მანამდეც მაგრად გადავრჩით ბავშვური შეცდომის გამო.სპანდერაშვილი- არა უშავს,იმათმაც მაზეს.მთლიანობაში ცეცა სწორ გზაზეა
წადი რაჟა ძამიკო სახლში!
11 ოქტომბერი 2019 23:51
3
ძალიან დასანანი მარცხი იყო მითუმეტეს ასეთი სატურნირო მდგომარეობის ფონზე. საერთო ჯამში ჩვენები შვეიცარიას ბევრით არაფრით ჩამოუვარდებოდნენ. მხოლოდ ფიზიკურ კონდიციასა და ხისტ თამაშში იყო ძირითადი განსხვავება. ამაში ჩანდა, რომ ჩვენებს (ვინც საქართველოში თამაშობს) უჭირდათ ტემპის აყოლა. მაგრამ ყველა შემთხვევაში ასე არ იყო. აშკარა იყო შვეიცარია 1:1-ზე გამტანი აღარ იყო თუ ისევ ჩვენები არ გაუკეთებდნენ საჩუქარს. ცეცაძემ ძალაინ დააგვიანა შეცვლები. სადღაც 70 წუთის შემდეგ აშკარად გვჭირდებოდა ახალი სისიხლი და ბურთის დაჭერა. ყველა ველოდით რომ ბუღრიძე და კოხრეიძე გამოვიდოდა მოედანზე და ეს პრობლემა გადაიჭრეოდა. მივიღებდით სწრაფ ფლანგებს და მეტ შეტევით პოტენცილს. შვეიცარიას გაუჭირდებოდა ფიზიკურად და ჩვენ შეტევების გამწვავებას და ბურთის მეტი ხნით შენარჩუნებას შევძლებდით. თავისუფლად შეგვეძლო მოგებაზე გაგვეწია. მაგრამ ცეცაძემ მოედანზე სპანდერაშვილი შემოიყვანა:) რომელიც თუ კი ბურთზე მიასწრებდნენ მას უკვე დაკარგულად თვლიდა და ისე ატარებდა მოწინააღმდეგეს, როგორც ორსულ ქალს პურის რიგში. ბოლო 4 წუთში გაკეთებულ შეცვლებს კი რაღა უნდა გამოესწორებინა. მოკლედ, რესურსი და საშუალება იყო მაგრამ რათ გინდა...
ანესთეზეოლოგი
11 ოქტომბერი 2019 23:46
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული