12 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთს 3:1 მოუგო.
პირველ ტურში უნგრეთის 4:2 დამარცხების შემდეგ რამაზ სვანაძის შეგირდებმა კვლავ იმარჯვეს.
ჩვენმა გუნდმა ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ითამაშა და თავიდანვე დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას დაეუფლა. მე-40 წუთზე ანგარიში იაკობიძემ გახსნა, ხოლო ცოტა ხანში პენალტი დავითაშვილმა გამოიყენა და პირველი ტაიმი 2:0 მოვიგეთ.
შესვენების შემდეგ ყაზახებმა ანგარიშის სხვაობა შეამცირეს, თუმცა შემდეგ იაკობიძემ კიდევ ერთხელ დალაშქრა მეტოქის კარი და 3:1 გავიმარჯვეთ.
15 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ხორვატიას შეხვდება.
დიორი. "ალცუფერი"
საქართველო -
ყაზახეთი 3:1
გოლები: 1:0 იაკობიძე (40), 2:0 დავითაშვილი (42, პენ), 2:1 ჟავშილიკოვი (48), 3:1 იაკობიძე (65)
საქართველო: კუტალაძე, კაპანაძე (აწყურელი 85), გელაშვილი, ჯანგიძე, კალანდაძე, გულიაშვილი, მექვაბიშვილი (გაგნიძე 79), დავითაშვილი, აზაროვი (ჭავჭანიძე 85), იაკობიძე (გაგუა 79), მოისწრაფიშვილი (მესიაჩენკო 61)
ყაზახეთი: პუზანოვი (ბაიშილიკოვი 46), აზიმოვი, მაიდანი, ჟამშილიკოვი, სადკივი, ჟუმაბეკი, ბაუზჟანი, დობაი (მიტროფანოვი 75), იმანგეზიევი, გერასიმოვი (მუჰამედი 75), ზიკირიანოვი (იარლაევი 46)