U19. საქართველოს ნაკრები 100%-იანია - ხორვატიასაც მოუგო!

AutoSharing Option
15 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ხორვატია 2:0 დაამარცხა.

ორივე გუნდს შემდეგი ეტაპის საგზური მიპოვებული ჰქონდა და ისღა უნდა გაერკვიათ, რომელი დაიკავებდა ჯგუფში პირველ ადგილს და რომელი მეორეს.

საქართველოს ნაკრებში კვლავ ვერ ითამაშა კვარაცხელიამ, რომელმაც პირველ მატჩში ტრავმა მიიღო. მიუხედავად ამისა, ჩვენმა გუნდმა ეს შეხვედრაც აქტიურად დაიწყო და გულიაშვილისა და დავითაშვილის გოლებით დაწინაურდა.

მეტოქეს თამაშის გადასარჩენად დრო საკმაო ჰქონდა. მათმა მწვრთნელმა სიმუნიჩმა ცვლილებებით სცადა მატჩში გარდატეხის შეტანა, მაგრამ არაფერიც არ გამოუვიდა.

რამაზ სვანაძის გუნდმა სამივე მატჩი დიდებულად
ჩაატარა, სამივე მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა, რასაც ვულოცავთ კიდეც.

დიორი. "ეტო პარკი"
საქართველო - ხორვატია 2:0
გოლები: 1:0 გულიაშვილი (9), 2:0 დავითაშვილი (23, პენ)

საქართველო: ლომიძე, კაპანაძე, გელაშვილი, ჯანგიძე, კალანდაძე, გულიაშვილი (გაგნიძე 83), მექვაბიშვილი, მესიაჩენკო, აზაროვი, დავითაშვილი (ნონიკაშვილი 90), იაკობიძე (ლომინაძე 90+3)

ხორვატია: იოსიპოვიჩი, იურიშიჩი (ბრაუტი 46), გვარდოლი, ვუსკოვიჩი, ჰრვოიე, გუიჩი, კრიზმანიჩი, სუჩიჩი (ბელიო 73), ბრმიჩი (ზუნიჩი 46), სარიჩი, კუპრესაკი (ლიბერი 25)
მკითხველის კომენტარები / 18 /
არ მინდა დავიჯერო,რომ ფოკუზი გაკეთდა(რაც მრავალჯერ გვინახავს) ხორვატია და საქართველო ამ მატჩამდე უკვე გასულები იყვნენ ელიტ რაუნდში.ზედმეტი სიხარული და ემოციების გამოხატვა ნაადრევი ხომ არ არის? მრავალჯერ გვინახავს ჩვენი ნაკრების ახალგაზრდების წარმატებული თამაში,იტალიაც ხომ დაგვიმარცხებია,მაგრამ შემდგომში არაფერი გამოგვდის ხოლმე!
6
არანაირი ტრანსლიაცია, არანაირი ვიდეო, ხომ შეიძლებოდა რომ ამ ბიჭების თავგანწირვა ვინმეს გაეშუქებინა?თუ განებივრებულები ვართ გამარჯვებებით და პირველი ადგილებით? უნგრეთი, ყაზახეთი და ხორვატია ხუმრობა ნამდვილად არაა მაგრამ ვის ცალია ამ ბიჭებისათვის?
გიორგი 777
18:37 16-10-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული