საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა უკრაინასთან და ამით შეკრება დაასრულა.
ჩვენმა ნაკრებმა წინა შეხვედრისგან განსხვავებული შემადგენლობით დაიწყო შეხვედრა, მეორე ტაიმში კი მწვრთნელებმა განაცხადში მყოფ ყველა ფეხბურთელს მისცეს თამაშის საშუალება.
უკრაინელებმა ტაიმი ერთბურთიანი უპირატესობით მოიგეს, შესვენების შემდეგ კი ამას ორი უპასუხო გოლიც დაუმატეს და საბოლოოდ 3:0 მოიგეს. რამდენიმე მომენტის მიუხედავად, მასპინძლებმა ანგარიშის შეცვლა ვეღარ მოახერხეს.
ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: ბერუაშვილი, გეგიაძე, ხიმშიაშვილი, თოდუა, ღურწკაია, გოგებაშვილი, ბართია, ცხოვრებაშვილი, ხაბურზანია, ოჩიგავა, ჭელიშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: მაქაცარია, გაფრინდაშვილი, მორჩილაძე, ბაგრატიონი, ლაცაბიძე, გოჩიაშვილი,
ხაბულიანი, შიოლაშვილი, ლაბაძე, სიორდია, ნოზაძე, მიქავა
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით