U18. საქართველოს ნაკრები ფინეთს უმასპინძლებს

AutoSharing Option
17 და 19 ნოემბერს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს ფინეთთან. პირველი შეხვედრა "მიხეილ მესხზე" 14:00 საათზე გაიმართება, ხოლო მეორე - სათადარიგო მოედანზე 17:00 საათზე.

მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ უკვე შეკრიბა გუნდი და სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ავარჯიშებს.

მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ლაშა ტიტვინიძე (დილა), გიორგი უგრეხელიძე (სიონი)

მცველები: ზურაბ ლატარია (საბურთალო), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბ), სანდრო ტეფნაძე (ჩიხურა), ზურაბ ერაძე (დინამო თბ), ლაშა კვარაცხელია (დინამო თბ), რატი მჭედლიშვილი (ლოკომოტივი), საბა მამაცაშვილი (საბურთალო), გიორგი მირზიკაშვილი (დინამო თბ)

ნახევარმცველები:
ნოდარ ლომინაძე (დინამო თბ), ანდრია დევდარიანი (ტორპედო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბ), გიორგი ომარაშვილი (დინამო თბ), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბ), დიმიტრი ფაჩულია (საბურთალო), ტატო ჟივიძე (საბურთალო), ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია), გაბრიელ ხუციშვილი (ლოკომოტივი), ნიკოლოზ ილურიძე (საბურთალო)

თავდამსხმელები: დავით ზურაბიანი (დინამო თბ), ნიკა კონიაშვილი (ლოკომოტივი)

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული