საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში უკრაინასთან 0:2 დამარცხდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, მეორე ტაიმში კი მეტოქემ ორი უპასუხო გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.
ჩვენს ჯგუფში პორტუგალიამ ალბანეთს 4:0 სძლია და 16 ნოემბერს გიორგი ჩიტაურის შეგირდები პორტუგალიას შეხვდებიან.
საქართველო: ასათიანი, ზოსიაშვილი, ავალიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, გაგნიძე, ო. მამაგეიშვილი, გვიშიანი, გ. მამაგეიშვილი, აბუაშვილი, თუთაშვილი (თურაზაშვილი 67)
შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასულები და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი მიიღებს.