ამაზე კომენტარს არასოდეს გავაკეთებ - გია ცეცაძის პირველი შეფასება საფრანგეთთან დასანანი მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში გასვლაზე საფრანგეთს დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი 0:2-ს აგებდა, ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ბოლო მსაჯმა საკამათო პენალტი დანიშნა.

შეხვედრის შესახებ კომენტარი ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა გია ცეცაძემ გააკეთა, რომელიც სფფ-ს პრეს-სამსახურმა მოგვაწოდა.

"შედეგით ცხადია ძალიან უკმაყოფილო ვარ. თამაში წავაგეთ და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იყო მეტოქე. წაგება და კმაყოფილება ერთად ჩემთვის მიუღებელია. კმაყოფილი ვარ მხოლოდ იმით, რომ ბიჭებმა მოინდომეს, იბრძოლეს, გული დადეს და ყველაფერი გააკეთეს, რათა თავიანთი ქვეყანა ესახელებინათ.

სამწუხაროდ, არ
გამოვიდა. რაც შეეხება მსაჯობას, ეს ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა შეაფასონ. მე მსაჯობაზე კომენტარს არასოდეს ვაკეთებ", - ამბობს ცეცაძე.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ძალია დაგვწყდა გული ყველას... და მაინც, ყოჩაღ ცეცაძე და ბიჭებო თავდადებისათვის.... ასეთი თამაშით სლოვაკებს უნდა მოვუგოთ....
გიორგი 50
14:16 18-11-2019
0
ვერ გაიგო ამ ხალხმა! ხალხნო გაიგეთ - ვუსმენდი მატჩს და კომენტატორები აგებენ ჯერ და მერე აგებს გუნდი! მოჯადაოებული წრესავითაა!!! სანამ ეს ვაი კომენტატორები საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ საფრანგეთს, რომელიც ვარსკვლავებითაა დაძეძგვილი არაფერს ვუთმობთ და ტოლ-სწორად ვეთამაშებით და იქნებ ფრე დამთავრდეს და სენსაცია მოვახდინოთ, იქამდე უბრალოდ ვ ე რ მ ო ვ ი გ ე ბ თ !!! შეცვალეთ კომენტატორები ჯერ და მერე იქნება ცვლილებები ფეხბურთშიც!!! ჯერ მენტალობა შევიცვალოთ და მერე იქნება მოგეგებიც!!! გასაგებია რომ ბიჭები მაგრები არიან და საფრანგეთ მაგარია, მარა როდესმე ამაზე საუბარი არ უნდა დამთავრდეს ??? არ გრცხვენიათ თქვენ კაი ხალხო?! მიდი ეხლა თქვენც დაბლოკეთ, როგორც გჩვევიათ
გადასარევი გიორგი
00:09 17-11-2019
5

სიახლეები პოპულარული