U21. გაძევებები, გინება, ჩხუბი, ფურთხება და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების დასანანი მარცხი სლოვაკეთთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 ნოემბერს, ევროშესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკეთთან 2:3 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გია ცეცაძემ საფრანგეთთან შეხვედრისგან განსხვავებული შემადგენლობა დააყენა. სასტარტოში ვიხილეთ კვარაცხელია და პირველი ნაკრებიდან დაბრუნებული დავითაშვილი.

დებიუტში მეკარესთან პირისპირ გასულ კოხრეიძეს ჰქონდა ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა, მაგრამ დაახანა და მომენტი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, გამოიყენა კუციამ, რომელმაც მეტოქეს ბურთი აართვა, მალისთან გაითამაშა და შიპოშის კარი დალაშქრა.

სადღაც შუა ტაიმში მასპინძლები ინიციატივას დაეუფლნენ, მეტადრე მარცხენა ფრთიდან გვიტევდნენ და კოლესარმა საპასუხო გოლი გაიტანა. მე-40 წუთზე კი ლოჩოშვილმა მეორე ყვითელი
ბარათი მიიღო. ჩვენი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა და მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა.

შესვენების შემდეგ მეტოქე გუნდის კაპიტან ჰერცს თავისუფლად დარტყმის საშუალება მისცეს და სლოვაკები დაწინაურდნენ. შემდეგ გუგეშაშვილმა ჩობოტის ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი მოიგერია და ცეცაძემ ოთხმაგი ცვლილებით სცადა თამაშში გარდატეხის შეტანა. თუმცა მალე გამბოშმა მესამე გოლი გაიტანა.

83-ე წუთზე მსაჯმა პოკორნი გააძევა. საქართველოს ნაკრებმა შეუტია. სპანდერაშვილმა ნაკუთხურალ ბურთს შიპოშის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. მერე ნინუას საჯარიმო მეკარემ მოიგერია, კუციას თავური მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა. ამას გუნდებს შორის ჩხუბი და მწვრთნელების გაძეევებები მოჰყვა და დავმარცხდით.

არადა, საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა კარგად დაიწყო და ვინ იფიქრებდა, თუ წააგებდა.

ნიტრა. "პოდ ზობორომი"
სლოვაკეთი - საქართველო 3:2
გოლები: 1:0 კუცია (8), 1:1 კოლესარი (28), 2:1 ჰერცი (52), 3:1 გამბოში (66), 3:2 სპანდერაშვილი (89)
გაძევება: ლოჩოშვილი (40), პოკორნი (83)

სლოვაკეთი: შიპოში, სულეკი, ვალო, ორავეცი, მოიზისი, გამბოში, კოლესარი (დურისი 57), ჰერცი (სპირკა 68), პოკორნი, ალმასი, ჩობოტი

საქართველო: გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ბერიაშვილი, მალი (სპანდერაშვილი 59), ტაბატაძე, ქოჩორაშვილი (ნინუა 59), კუცია, დავითაშვილი (ბუღრიძე 59), კვარაცხელია (სილაგაძე 43), კოხრეიძე (ქავთარაძე 59)
მკითხველის კომენტარები / 44 /
ეს რა ომი გაგვიმართეს სლოვაკებმა 28 ჯარიმა 13 თან ძალიან არასპორტულად იქცეოდნენ იმიტომ გამოვიდნენ მწყობრიდან ჩვენები, რა თქმა უნდა ცეცაძეს მაინც თავი უნდა შეეკავებინა მაგრამ ჩამოვლენ აქ სლოვაკები და ამოტენიან ბიჭები. ეს იმათი მხრიდან სიხისტე კი არა ჩეხვა იყო. გენაცვალეთ ბიჭებო ბოლომდე იბრძოლეთ. მე მჯერა თქვენი.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
03:45 19-11-2019
1
მწვრთნელი რო ასე არ უნდა მოიქცეს ვიცით, მაგრამ კვარაცხელიას და დავიტაშვილის გარეშე რომ უკეთ თამასობს გუნდი ეს თუ ვიცით? მათ რომ პირწმინდად ჩააგდეს მატჩი, ეს თუ ვიცით? არაბიძე ამ გუნდის მატორი რომ არის და ვერ ეხმარებოდა გუნდს, ეს თუ ვიცით? უკვე მეორე თამაშია მოსაგებ და არ წასაგებ მატჩებს მსაჯები რომ აშკარად გვაგებინებენ ეს თუ ვიცით? ფედერაცია ქმედუუნარო რომ არის და ამდენ უსამართლობაზე თვალს ხუჭავს თუ ვიცით? და ეს თუ იცი შე დალოცვილო, კიდევ ცეცაძეა გასაგდები? გაგიჟდა კაცი, თუ მოგონილი პენალტი, თუ მოგონილი წითელი. კაპიკის არაფერი გაუკეთებია დავითაშვილს, პირიქით ატორმუზებდა გუნდს. ამათ ყველას მოვუგებთ თბილისში, ერთმანეთში ეგენი ქულებს დაკარგავენ და გაიყვანს ცეცაძე გუნდს, აი ნახავთ
ვასო
23:41 18-11-2019
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული