U18. საქართველოს ნაკრებმა ფინეთს ისევ სძლია

AutoSharing Option
19 ნოემბერს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე, ამხანაგურ მატჩში ფინეთი 2:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმი სტუმრებმა სამპოს გოლით 1:0 მოიგეს, მეორე ტაიმი კი გიორგი მიქაძის შეგირდებმა უკეთ ჩაატარეს. 53-ე წუთზე ნოდარ ლომინაძემ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 74-ეზე ზურაბ ერაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, ეს ამ გუნდების მეორე შეხვედრა იყო - 17 ნოემბერს საქართველოს 18-წლამდელთა გუნდმა ფინეთს თბილისში 2:0 მოუგო.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლომინაძე მგელი ხარ დაიმახსოვრეთ ამ ბიჭის გვარი მომავალი იბრაჰიმოვიჩი გვეზრდება
გიო
20 ნოემბერი 2019 01:51
1
ეს უკვე იბრას დონეზეა რას ქვია გახდება,მესის და რონალდოს უწევს კონკურენციას,,
იბრა
20 ნოემბერი 2019 20:25
0
აპა აპა. იბრა დღეში 2 სთ ვარჯიშობდა :))) იბრა რომ გახდე, 4-5 წელი ყველაფერი უნდა დაივიწყო, და მხოლოდ ვარჯიშზე, პროგრესზე და რეჟიმზე უნდა იფიქროს.
alexandre
20 ნოემბერი 2019 14:21
1

სიახლეები პოპულარული