საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში გავიდა.
გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილი გუნდი ევროპის საკვლიფიკაციო ტურნირის მესამე მატჩში, პორტუგალიის ქალაქ მანგუალდეში ალბანეთს დაუზავდა (0:0), 2 ქულით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და რადგან რეგლამენტის მიხედვით, გასვლის უფლებას იღებდა მესამე ადგილზე გასული 4 ნაკრები, რომელსაც საუკეთესო შედეგი ექნებოდა პირველ და მეორეადგილოსნებთან, ელიტ-რაუნდში გავიდა.
საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 0:2 დამარცხდა, პორტუგალიას დაუზავდა (0:0) და ტურნირზე გოლი არ გაუტანია.
საქართველო: ხარატიშვილი, ხვადაგიანი, ზოსიაშვილი, ჩხეტიანი, უბილავა, ავალიანი, აბუაშვილი, გ. მამაგეიშვილი, ო. მამაგეიშვილი (თურაზაშვილი 40), გაგნიძე (სალუქვაძე 78), გვიშიანი