U17. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში ცნობილია

AutoSharing Option
დღეს 3 დეკემბერს უეფას შტაბბინაში ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების შესარჩევი ეტაპისა და ელიტ-რაუნდის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდის მე-6 ჯგუფში მოხვდა.

გიორგი ჩიტაურის შეგირდების მეტოქეები ინგლისი, ბელგია და რუმინეთი იქნებიან. 2020 წლის 25, 28 და 31 მარტს ელიტრაუნდს ბელგია უმასპინძლებს.

რაც შეეხება 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს, მატჩები გაისად, 2020 წლის შემოდგომაზე ჩატარდება. ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილი 17-წლამდე ნაკრების მეტოქეები ბელგია, უკრაინა და ლიეტუვა იქნებიან. ჯგუფს თბილისი უმასპინძლებს. გიორგი მიქაძის 19-წლამდელები კი ხორვატიაში გაემგზავრებიან
და მასპინძელთა გარდა, ლატვიასა და ყაზახეთს შეხვდებიან.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა არის ეს წაკუზული სურათები.არშეიძლება რომ ჩაიმუხლოთ
გრიგოლ1408
18:57 03-12-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული