2020-22 წლებში, უეფას გადაწყვეტილებით, 19-წლამდე ნაკრებთა მონაწილეობით ახალი ფორმატის გათამაშება გაიმართება და ის "ერთა ლიგის" ფორმატის მსგავსი იქნება.
უეფას წევრი ქვეყნების 19-წლამდე ნაკრებების მიერ 2015-2019 წლებში ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, ასაკობრივი გუნდების რეიტინგი შედგა და 54 ნაკრები სამ ლიგაში გადანაწილდა.
A ლიგა - 20 გუნდი - 5 ჯგუფი
B ლიგა - 16 გუნდი - 4 ჯგუფი
C ლიგა - 18 გუნდი - 5 ჯგუფი
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები (დაკომპლექტებული 2003 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებული ფეხბურთელებით), ნიონში გამართული წილისყრის შედეგად B ლიგის
2022 წლის 19-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად, გუნდები ასპარეზობას მომავალი წლის შემოდგომაზე დაიწყებენ.
2020 წლის 7-13 ოქტომბერს, საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ბულგარეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და უელსის ნაკრებებს დაუპირისპირდება. მატჩები ბულგარეთში შედგება.
გათამაშების წესების თანახმად, B ლიგაში მონაწილე 16 ნაკრებიდან ხუთი საუკეთესო A ლიგაში აღზევდება, მათ ადგილს კი A ლიგის ბოლო ხუთი ნაკრები დაიკავებს. B ლიგის დაბალრეიტინგული ხუთი გუნდი კი C ლიგაში დაქვეითდება, მათ ადგილს ქვედა ლიგიდან აღზევებული ხუთი ნაკრები შეავსებს.
გათამაშების ახალი ფორმატი, 2022 წლის ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდს წარმოადგენს, რომელიც ოთხი ეტაპისგან შედგება.
A ლიგაში მყოფი ნაკრებები ოთხივე რაუნდში იასპარეზებენ. B ლიგის გუნდები სამ რაუნდში, C ლიგის ნაკრებები კი ორ რაუნდში ითამაშებენ.
პირველი რაუნდი 2020 წელი - 2 სექტემბერი - 17 ნოემბერი
მეორე რაუნდი 2021 წელი - ივნისი
მესამე რაუნდი 2021 წელი - 30 აგვისტო - 16 ნოემბერი
მეოთხე რაუნდი 2022 წელი - 21-29 მარტი
2022 წლის ივლისში, ევროპის 19 წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ჩემპიონატს სლოვაკეთი უმასპინძლებს. ფინალურ ეტაპზე სულ რვა ნაკრები ითამაშებს.
მომზადებულია gff.ge-ის მიხედვით