უეფამ გია ცეცაძე 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა

AutoSharing Option
lelo.ge-ს ცნობით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი გია ცეცაძე უეფას სადისციპლინო კომიტეტმა ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

შეგახსენებთ, 15 ნოემბერს, სლოვაკეთთან 21-წლამდელთა ევროშესარჩევის გასვლითი მატჩის დასასრულს გიორგი კუცია აუტის მოსაწოდებლად ბურთს იღებდა, მეტოქე გუნდის მეკარეთა მწვრთნელმა პაველ კამეშმა უკნიდან ხელი ჰკრა და ფეხი გამოსდო. ეს ცეცაძემ ვერ მოითმინა და ჩხუბი ატყდა. შედეგად, მსაჯმა ცეცაძეს წითელი ბარათი უჩვენა.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 2020 წელს ევროშესარჩევი ციკლის დასრულებამდე 5 შეხვედრა აქვს დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ცეცაძე გუნდს ვეღარ გაწვრთნის და სავარაუდოდ, სფფ-ს მის ნაცვლად სხვა
მწვრთნელის დანიშვნა მოუწევს.

altU21. გია ცეცაძის წითელი ბარათი და დაპირისპირება მატჩის მიწურულს [VIDEO]

altU21. გაძევებები, გინება, ჩხუბი, ფურთხება და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების დასანანი მარცხი სლოვაკეთთან [VIDEO]

altგია ცეცაძე: ეს ყველაფერი ფეხბურთთან არაფერ შუაშია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული

altდატოვებს თუ არა გია ცეცაძე U21 ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს? - სფფ ოფიციალურ პოზიციას აფიქსირებს

მკითხველის კომენტარები / 11 /
იმ არაკაცის ქმედებაზე რა რეაგირება ჰქონდა უეფას. ჩვენი ფედერაცია არ აპროტესტებს უეფას გადაწყვეტილებას?
vax-vax
22:28 18-12-2019
0
საღოლ უეფას რა. იმის ფეხის დადება ჩვენს ფეხბურთელზე არფერია ხომ ?
dato
11:46 17-12-2019
2

სიახლეები პოპულარული