lelo.ge-ს ცნობით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი გია ცეცაძე უეფას სადისციპლინო კომიტეტმა ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
შეგახსენებთ, 15 ნოემბერს, სლოვაკეთთან 21-წლამდელთა ევროშესარჩევის გასვლითი მატჩის დასასრულს გიორგი კუცია აუტის მოსაწოდებლად ბურთს იღებდა, მეტოქე გუნდის მეკარეთა მწვრთნელმა პაველ კამეშმა უკნიდან ხელი ჰკრა და ფეხი გამოსდო. ეს ცეცაძემ ვერ მოითმინა და ჩხუბი ატყდა. შედეგად, მსაჯმა ცეცაძეს წითელი ბარათი უჩვენა.
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 2020 წელს ევროშესარჩევი ციკლის დასრულებამდე 5 შეხვედრა აქვს დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ცეცაძე გუნდს ვეღარ გაწვრთნის და სავარაუდოდ, სფფ-ს მის ნაცვლად სხვა
მწვრთნელის დანიშვნა მოუწევს.
s...s სადა ხარ,გადმოფრინდი უკვე ბებერ კლდიდან შე „მზეო“შენა? შენისთანა ფრაერები ბევრი მითრევია ხარის ფაშვივით და კიდევ ვათრევ საქმე საქმეზე თუ მიდგა...