U17. საქართველოს ნაკრებმა განვითარების თასზე ისლანდია დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
21 იანვარს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკში განვითარების თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი ისლანდიასთან გამართა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი მე-19 წუთზე საბა ხვადაგიანი გახდა.

მომდევნო მატჩს გიორგი ჩიტაურის შეგირდები 23 იანვარს ტაჯიკეთთან, ჩვენი დროით 13:00-ზე გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ მატჩში საქართველოსა და ისრაელს შორის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული