U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
საქართველოს 21 წლამდე საფეხბურთო ნაკრებს ვასილ მაისურაძე უხელმძღვანელებს. 49 წლის ფეხბურთის სპეციალისტი 2011 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. 2012 წელს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სწორედ ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით ითამაშა და ევროპის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. იგი ბოლოს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობდა. ამჟამად ვასილ მაისურაძე ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განვითარების განყოფილების უფროსია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გააკეთა:

"ასაკობრივ ნაკრებებში ვასილ მაისურაძეს საკმაოდ დიდი გამოცდილება
დაუგროვდა. ის კარგად იცნობს ჩვენი ფეხბურთის ახალი თაობის წარმომადგენლებს, რადგან ახალგაზრდებთან სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში მუშაობდა. ბოლოს მისი საქმიანობა 20-წლამდელთა გუნდთან იყო დაკავშირებული. ამიტომ ვფიქრობ, შემდეგი ნაბიჯი ლოგიკურია. ვასილ მაისურაძე ახალგაზრდულ ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე უხელმძღვანელებს. ჩვენს გუნდს საინტერესო მატჩები ელოდება წლის ბოლომდე."

საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვასილ მაისურაძის დებიუტი 26 მარტს შედგება. ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქე სლოვაკეთი იქნება.

შეგახსენებთ, რომ გია ცეცაძემ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი გასული წლის დეკემბერში დატოვა.

სამწვრთნელო კარიერა:

2018-20 - საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები
2017 - საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები
2015-16 - საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები
2014-15 - თბილისის "ლოკომოტივი" 
2013-14 - საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები
2012-13 - "დინამო თბილისი ll" 
2011-12 - საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები.
2010 - საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებებს ვუსურვებ ვასოს ქართულ ფეხბურთს
ლევანი
23:41 22-01-2020
0
სწორი და კარგი გადაწყვეტილებაა, მე ვენდობი ვასილს მისი გამოცდილებიდან და მიღწევებიდან გამომდინარე. წარმატებები მას მის გუნდს.
გიზოგ
14:14 22-01-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული