საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ისრაელში საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ისრაელში საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე გაემგზავრა. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი მასპინძელ ისრაელთან ერთად პოლონეთისა და ბელარუსის 16-წლამდელთა ნაკრებებს დაუპირისპირდება. 16-წლამდელებმა გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე გამართეს. საწვრთნელ პროცესში 19 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ამ ეტაპისთვის 16-წლამდელთა ნაკრებში ოთხი ლეგიონერია გამოძახებული: ლუკა ჯაჭვლიანი (ევროპა, ესპანეთი), გიორგი ხაბულიანი (მარსეტ აკადემია, ესპანეთი), გიორგი მესხი (ჰალეშერი, გერმანია) და ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები). "ტვენტეს" ასაკობრივ გუნდში ეგოიანი სტაბილურად თამაშობს და საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებში სადებიუტო შეხვედრას ისრაელის ოთხთა ტურნირზე ჩაატარებს.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები:
ლუკა ჯოჯუა (დინამო, თბილისი), მიხეილ მაქაცარია (სფფ აკადემია, რუსთავი)

მცველები: რომან მორჩილაძე (სფფ აკადემია, რუსთავი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო, თბილისი), თორნიკე მოლაშვილი (დინამო, თბილისი), შაქრო დვალიშვილი (საბურთალო, თბილისი), ნიკოლოზ გოგებაშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი პირტახია (სფფ აკადემია, რუსთავი)

ნახევარმცველები: ომარ თოდუა (დინამო, თბილისი), ბექა ხიმშიაშვილი (სფფ აკადემია, რუსთავი), საბა გეგიაძე (დინამო, თბილისი), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (დინამო, თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო, თბილისი), ლუკა ჯანაშია (დინამო, თბილისი), დავით შიოლაშვილი (დინამო, თბილისი), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები), ლუკა ჯაჭვლიანი (ევროპა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: ნიკოლოზ დავრაშელიძე (საბურთალო, თბილისი), გიორგი ხაბულიანი (მარსეტ აკადემია, ესპანეთი), გიორგი მესხი (ჰალეშერი, გერმანია)

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები საერთაშორისო ოთხთა ტურნირის ფარგლებში სამ შეხვედრას გამართავს. გთავაზობთ ტურნირის სრულ გრაფიკს:

29 იანვარი
პოლონეთი 14:00 საქართველო

31 იანვარი
ისრაელი 16:00 საქართველო

2 თებერვალი
საქართველო 14:00 ბელარუსი

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
დინამოს და აკადემიის მეტი გუნდი არ არის საქართველოში?
Geoachi
11:03 29-01-2020
0

სიახლეები პოპულარული