U16. საქართველოს ნაკრებმა ბელარუსს მოუგო

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ისრაელის საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე ბოლო შეხვედრა გამართა. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი ბელარუსის 16-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ანგარიში 55-ე წუთზე გაიხსნა, პენალტი ზუსტად ირაკლი ეგოიანმა შეასრულა და საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა. 16-წლამდელებმა მეორე გოლის გატანა მალევე მოახერხეს, 58-ე წუთზე მეტოქის კარი ლუკა ლაცაბიძემ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

​საქართველო 2:0 ბელარუსი

საქართველო: მაქაცარია, დავრაშელიძე, მესხი, მოლაშვილი, დვალიშვილი, გოგებაშვილი, პირტახია, ხიმშიაშვილი, ცხოვრებაშვილი, ჯანაშია, ეგოიანი

​სათადარიგო შემადგენლობა: ჯოჯუა, შიოლაშვილი, გეგიაძე, ჯაჭვლიანი, ხაბულიანი, თოდუა, მორჩილაძე, ბაგრატიონი

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ხიზანიშვილი

​გაფრთხილება: ლაცაბიძე (61), მორჩილაძე (82)

​გოლები: 1:0 ეგოიანი (პენ) (55), 2:0 ლაცაბიძე (58)

​საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ისრაელის საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე სამი შეხვედრა გამართა. პირველ მატჩში ჩვენი გუნდი პოლონეთს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა. მეორე შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა მასპინძელი ისრაელის წინააღმდეგ გამართა და 2:5 წააგო. ბოლო მატჩში კი ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა ბელარუსს ანგარიშით 2:0 მოუგო.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლაცაბიძემ სათადარიგო სკამიდან გაი
ტანა!?
?!
ემერი
09:22 03-02-2020
2
ხო და მარტში დიდებსაც იგივე ელის :))
Grisha
01:02 03-02-2020
3

სიახლეები პოპულარული