ფოტო: gff.ge
საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდისთვის მზადების ფარგლებში, თურქეთის ქალაქ სიდეში ტაჯიკეთის 19-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა გამართა. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა. გოლის გატანის შანსი ორივე ნაკრებს ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მატჩი გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა.
ტაჯიკეთი - საქართველო 0:0
საქართველო: კუტალაძე (46' ლომიძე), კაპანაძე (58' აწყურელი), გელაშვილი, ჯანგიძე (83' სამსონია), ხარაიშვილი (72' ჭავჭანიძე), მექვაბიშვილი, მესიაჩენკო (58' ფარულავა), გულიაშვილი, მოისწრაფიშვილი (15' ნონიკაშვილი), იაკობიძე, კალანდაძე (83' მამულაშვილი)
სათადარიგო შემადგენლობა: გაგნიძე
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდის მესამე ჯგუფში შოტლანდიის, საფრანგეთისა და რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. შეხვედრებს 25 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით საფრანგეთი უმასპინძლებს.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით