რამაზ სვანაძის მიერ გაწვრთნილმა საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ელიტრაუნდისათვის მზადების პროცესში პირველი ამხანაგური მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიაში გამართა ადგილობრივ გუნდთან და მასპინძლები სკოპიეში დიდი ანგარიშით დაამარცხა - 5:1.
ანგარიში მე-4 წუთზე კაპანაძემ გახსნა. მასპინძლებმა 32-ე წუთზე 11-მეტრიანი დარტყმით გაათანაბრეს, თუმცა ტაიმის ბოლომდე ქართველმა ფეხბურთელებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს - თავი მოისწრაფიშვილმა და იაკობიძემ გამოიჩინეს. მეორე ტაიმში ქართველმა ჭაბუკებმა კიდევ 2 გოლის გატანა შეძლეს, ამჯერად ხარაიშვილმა და აზაროვმა გაიტანეს.
საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდთან კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ელიტრაუნდი კი 25-31 მარტს საფრანგეთში გაიმართება და მასპინძელი გუნდის გარდა, ქართველი ფეხბურთელები შოტლანდიისა და რუსეთის გუნდს დაუპირისპირდებიან.