U19. საქართველოს ნაკრებმა ჩრდ.მაკედონიას კვლავ სძლია

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდისთვის მზადების ფარგლებში ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე ამ შეხვედრაშიც დაამარცხა. სკოპიეში გამართული მატჩი უხვგოლიანი გამოდგა, რამაზ სვანაძის გუნდმა ანგარიშით 4:3 გაიმარჯვა. საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობიდან დუბლი გიორგი გულიაშვილმა შეასრულა, ერთი გოლი ბექა ხარაიშვილმა გაიტანა, ერთი კი მაკედონიელებმა საკუთარ კარში ჩაჭრეს.

საქართველო: კუტალაძე, კაპანაძე, კალანდაძე, ჯანგიძე, აზაროვი (ხარაიშვილი), მექვაბიშვილი (აწყურელი), გულიაშვილი, მოისწრაფიშვილი, ჭავჭანიძე (სამსონია), ლორთქიფანიძე (ნონიკაშვილი), ჩიხრაძე (ლომთაძე)

სათადარიგო შემადგენლობა: ლომიძე, ფარულავა
​მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე

შეგახსენებთ, საქართველოსა და
ჩრდილოეთ მაკედონიის 19-წლამდე ნაკრებების პირველი დაპირისპირება, ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა.

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდში საქართველოს 19-წლამდე ნაკრები შოტლანდიის, საფრანგეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად მესამე ჯგუფში იასპარეზებს. ჯგუფური ეტაპის მატჩებს საფრანგეთი უმასპინძლებს. ევროპირველობის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს. ევრო 2020-ს 19 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით ჩრდილოეთ ირლანდია უმასპინძლებს.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
მალადეც ბიჭებო წარმატებები და დიდი მომავალი თვითოეულ თქენთაგანს გეამაყებინოთ სამშობლო
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული