U17 და U19 ნაკრებების ელიტრაუნდები გადაიდო

AutoSharing Option
უეფას გადაწყვეტილებით, 14 მარტიდან 14 აპრილამდე დაგეგმილი 17 და 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების ელიტრაუდის მატჩები, ასევე, ასაკობრივი გუნდების მონაწილეობით ტურნირები გაურკვეველი ვადით გადაიდო. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ აღნიშნული გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის გამო გამოწვეული სამგზავრო შეზღუდვების შედეგად მიიღო.

შეგახსენებთ, საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები 25-31 მარტს ბელგიაში ელიტრაუნდის მატჩების ჩასატარებლად უნდა ჩასულიყო (მონაწილე ქვეყნები: ბელგია, ინგლისი, რუმინეთი, საქართველო). ამავე პერიოდში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ელიტრაუნდის შეხვედრების გამართვა საფრანგეთში ჰქონდა დაგეგმილი (მონაწილე ქვეყნები: საფრანგეთი, რუსეთი, შოტლანდია, საქართველო). აღნიშნული მატჩების ჩატარების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

რაც
შეეხება ევრო 2020-ის პლეი-ოფის შეხვედრებს, მათ შორის, საქართველო-ბელარუსის მატჩს, რომელიც 26 მარტს თბილისში, "დინამო არენაზე" უნდა გაიმართოს, უეფა პლეი-ოფის ყველა მატჩთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 17 მარტს მიიღებს.

ასევე მომავალ კვირას გახდება ცნობილი, შედგება თუ არა 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები, რომლებიც ასევე თვის ბოლოს არის დაგეგმილი. 26 მარტს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები თბილისში სლოვაკეთს უნდა დაუპირისპირდეს.

17 მარტს დაგეგმილი ვიდეოკონფერენცია სწორედ ამ თემებს უკავშირდება. ვიდეოკონფერენციაში უეფას წევრი 55 ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის, საქართველო მიიღებს მონაწილეობას.


მომზადებულია GFF.ge-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული