მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით, ახალგაზრდული ნაკრები პირველ შეხვედრას 4 სექტემბერს საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს. 8 სექტემბერს 21-წლამდელთა ნაკრები სტუმრად ლიხტენშტაინს დაუპირისპირდება.

მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს ვასილ მაისურაძის გუნდი თბილისში 29 აგვისტოს დაიწყებს. ვასილ მაისურაძემ საფრანგეთთან და ლიხტენშტაინთან დაგეგმილი მატჩებისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ლუკა სანიკიძე („თელავი“, თელავი)

მცველები: ლუკა ლაკვეხელიანი („მეზოკოვეშდი“, უნგრეთი) ლუკა ლოჩოშვილი („ვოლფსბერგერი“, ავსტრია), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი),
ილია ბერიაშვილი („თელავი“, თელავი), ლუკა ქაფიანიძე („ტორპედო“, ქუთაისი), ლუკა ასათიანი („სამგურალი“, წყალტუბო), შალვა ბურჯანაძე („სამგურალი“, წყალტუბო), ჯემალ ჯინჯოლავა („ლოკომოტივი“, თბილისი)

ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი („დინამო“, თბილისი), რატი არდაზიშვილი („რუხი“, ლვოვი), ნიკა გაგნიძე („დილა“, გორი), იური ტაბატაძე ( „საბურთალო“, თბილისი), რატი მჭედლიშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი), დავით სამურკასოვი („ლოკომოტივი“, თბილისი), ბექა დარცმელია („ლოკომოტივი“, თბილისი), თორნიკე ძებნიაური („ლოკომოტივი“, თბილისი)

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი („დილა“, გორი), გიორგი გულიაშვილი („საბურთალო“, თბილისი), ირაკლი ბუღრიძე („დინამო“, თბილისი) , სერგო კუხიანიძე (“სამგურალი“, წყალტუბო), ბექა ქავთარაძე („საბურთალო“, თბილისი).

უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბერში დაგეგმილი როგორც ეროვნული, აგრეთვე 21-წლამდელთა ნაკრებების საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

4 სექტემბერი, 21:00

გორი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი
საქართველო - საფრანგეთი

8 სექტემბერი, 19:00
ესხენი, "სპორტპარკი"
ლიხტენშტაინი - საქართველო

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 9 /
ქოჩორაშვილს ესპანეთიდან რატომ არ იძახებს!? ან ნინუა აეკიდან სად არის!? ხარაიშვილიც დაეხმარებოდა ამ ნაკრებს ბოლოსდა ბოლოს!
მწრთვნელი
13:03 29-08-2020
0
მეგრული გვარი იქნება გურული თუ სვანური არაქვს მნიშვნელობა, მაგრამ სანამ სამეგრელოში იმერეთში გურიაში და ა.შ ... ევროპული დონის აკადემიები არ იქნება, ხო ზღაპარია რამე წარმატებებზე ფიქრი და ეს ყველა ფეხბურთის მცოდნემ იცის. კი ვხედავთ რა დღეშია ჩვენი ასაკობრივი ნაკრებები, როცა ინგლის ესპანეთს ჰოლანდიას ტოლ სწორად ვეთამაშებოდით და დღეს აზერები გვიგებენ..:(
გოგა
10:23 27-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული