საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვენ რიპოლმა საქართველოსა და აზერბაიჯანის 21-წლამდელთა ნაკრები გუნდების წინააღმდეგ სათამაშოდ "მამლების" შემადგენლობაში 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
ფრანგებს ყოველთვის ძლიერი შემადგენლობა ჰყავდათ. ასეა ახლაც. გუნდში უამრავი ნიჭიერი და ამავდროულად, შემდგარი ფეხბურთელია. მათ შორის აღსანიშნავია პსჟ-ის მცველი კოლინ დაგბა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პარიზელთა განაცხადში მოხვდა.
აქვეა შოტლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ედუარი, "ნანტის" ძირითადი მეკარე ალბონ ლაფონი, რომელიც 19 წლისა "ფიორენტინას" კარის დარაჯი იყო და სერია A-ს წინისწინა სეზონში 34 მატჩი ჩაატარა. აქვე არიან "სევილიას",
"მარსელის", "ლიონის", ლონდონის "არსენალის", "ლევერკუზენის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები...
რაც ცხადი იყო, უფრო ცხადი გახდა - ვასილ მაისურაძის შეგირდებს ძალიან რთული მატჩი ელით.
ფრანგების განაცხადი კი ასეთია:
მეკარეები
დიმიტრი ბერტუ (მონპელიე)
ალბონ ლაფონი (ნანტი)
ილან მელიე (ლიდსი)
მცველები
ბენუა ბადიაშილი (მონაკო)
მელვინ ბარი (ლიონი)
კოლინ დაგბა (პსჟ)
ბაფუდე დიაკიტე (ტულუზა)
ბუბაქარ კამარა (მარსელი)
ჟილ კუნდე (სევილია)
ფეტუ მაუასა (რენი)
ივან ნდიკა (ფრანკფურტის აინტრახტი)
ნახევარმცველები
მექსოს კექლერე (ლიონი)
იბრაჰიმა დიალო (ბრესტი)
მატეო გენდუზი (არსენალი)
იმრან ლუზა (ნანტი)
არნუ ნორდო (სტ. ეტიენი)
ჯეფ რენე ადელაიდი (ლიონი)
ბუბაქარი სუმარე (ლილი)
თავდამსხმელები
მუსა დიაბი (ლევერკუზენი)
ერიკ დინა ებიმბი (დიჟონი)
ამინ გუირი (ნიცა)
ბრიან მბეუმო (ბრენტფორდი)
უდსონ ედუარი (სელტიკი)
შეხვედრა ზეგ, 4 სექტემბერს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე გაიმართება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.