ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე საფრანგეთთან 0:2 დამარცხდა.
სერიოზული საკადრო პრობლემების გამო საქართველოს ნაკრების მწვრთნელს მაისურაძეს გუნდის გადახალისება მოუწია, 4-5-1 ტაქტიკა აირჩია და გამოკვეთილ თავდამსხმელად სპანდერაშვილი დააყენა. თამაში კი სტუმართა შეტევებით დაიწყო და მარჯვენა ფრთაზე გაჭრილმა ადელაიდემ ბურთი ძელს გაარტყა. ცოტა ხანში ისევ ძელმა გვიხსნა - ამჯერად კამარას დარტყმის შემდეგ. საქართველოს ნაკრები ცენტრში ბურთს ვერ იჭერდა, არ იყო ფეხბურთელი, რომელიც თამაშს დაალაგებდა.
მე-15 წუთზე ტაბატაძემ ფლანგზე მიიღო ბურთი და როდესაც ყველა ჩაწოდებას ელოდა, მოულოდნელად კარში
დაარტყა და ფრანგები ძელმა იხსნა. აქედან მოყოლებული თამაში მეტ-ნაკლებად გათანაბრდა, ჩვენი მეტოქის შეტევები ჩაცხრა და სწორედ მაშინ გავუშვით ავტოგოლი - საჯარიმოდან ჩაწოდებული ბურთი ბერიაშვილს მოხვდა, გუგეშაშვილის კარის ბადეში აღმოჩნდა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.
სერიოზული საკადრო პრობლემების გამო საქართველოს ნაკრების მწვრთნელს მაისურაძეს გუნდის გადახალისება მოუწია, 4-5-1 ტაქტიკა აირჩია და გამოკვეთილ თავდამსხმელად სპანდერაშვილი დააყენა. თამაში კი სტუმართა შეტევებით დაიწყო და მარჯვენა ფრთაზე გაჭრილმა ადელაიდემ ბურთი ძელს გაარტყა. ცოტა ხანში ისევ ძელმა გვიხსნა - ამჯერად კამარას დარტყმის შემდეგ. საქართველოს ნაკრები ცენტრში ბურთს ვერ იჭერდა, არ იყო ფეხბურთელი, რომელიც თამაშს დაალაგებდა.
მე-15 წუთზე ტაბატაძემ ფლანგზე მიიღო ბურთი და როდესაც ყველა ჩაწოდებას ელოდა, მოულოდნელად კარში
მეორე ტაიმშიც საქართველოს ნაკრები ვერ უტევდა აქტიურად, მოწინააღმდეგეს კი თითქოს აწყობდა კიდეც ანგარიში და დიდად არც რისკავდა. თუმცა მომენტები მაინც ჰქონდათ, ჯერ შეცვალზე შესულ ედუარდს გოლის გატანა გუგეშაშვილმა არ დაანება, ხოლო კომპენსირებულ დროში გუგეშაშვილმა საჯარიმოში ბეუმო წააქცია და ედუარდმა მეორედ დალაშქრა ჩვენი გუნდის კარი.
რეზიუმეს სახით მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ამ შემადგენლობით საქართველოს ნაკრებს შეტევაში ძალიან უჭირს და უშანსოდ დამარცხდა.
გორი."თენგიზ ბურჯანაძე"
საქართველო - საფრანგეთი 0:2
გოლები: 0:1 ბერიაშვილი (27, საკ. კარში), 0:2 ედუარდი (90+2, პენ)
საქართველო: გუგეშაშვილი, ბერიაშვილი (ქაფიანიძე 76), ასათიანი, აზაროვი, ანდრონიკაშვილი, არდაზიშვილი (გულიაშვილი 62), სამურკასოვი, კუცია (კუხიანიძე 87), დარცმელია, ტაბატაძე, სპანდერაშვილი (ბუღრიძე 76)
საფრანგეთი: ლაფონტი, დაგბა, კამარა, კუნდე, რეინე-ადელაიდე (დინაედიმბე 26), მაუსა (ბარდი 79), გენდუზი, კექლერე, ნორდინი (სომარი 72), დიაბი (ედუარდი 72), გუირი (ბეუმო 72)