U21. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან 0:2 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე საფრანგეთთან 0:2 დამარცხდა.

სერიოზული საკადრო პრობლემების გამო საქართველოს ნაკრების მწვრთნელს მაისურაძეს გუნდის გადახალისება მოუწია, 4-5-1 ტაქტიკა აირჩია და გამოკვეთილ თავდამსხმელად სპანდერაშვილი დააყენა. თამაში კი სტუმართა შეტევებით დაიწყო და მარჯვენა ფრთაზე გაჭრილმა ადელაიდემ ბურთი ძელს გაარტყა. ცოტა ხანში ისევ ძელმა გვიხსნა - ამჯერად კამარას დარტყმის შემდეგ. საქართველოს ნაკრები ცენტრში ბურთს ვერ იჭერდა, არ იყო ფეხბურთელი, რომელიც თამაშს დაალაგებდა.

მე-15 წუთზე ტაბატაძემ ფლანგზე მიიღო ბურთი და როდესაც ყველა ჩაწოდებას ელოდა, მოულოდნელად კარში
დაარტყა და ფრანგები ძელმა იხსნა. აქედან მოყოლებული თამაში მეტ-ნაკლებად გათანაბრდა, ჩვენი მეტოქის შეტევები ჩაცხრა და სწორედ მაშინ გავუშვით ავტოგოლი - საჯარიმოდან ჩაწოდებული ბურთი ბერიაშვილს მოხვდა, გუგეშაშვილის კარის ბადეში აღმოჩნდა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

მეორე ტაიმშიც საქართველოს ნაკრები ვერ უტევდა აქტიურად, მოწინააღმდეგეს კი თითქოს აწყობდა კიდეც ანგარიში და დიდად არც რისკავდა. თუმცა მომენტები მაინც ჰქონდათ, ჯერ შეცვალზე შესულ ედუარდს გოლის გატანა გუგეშაშვილმა არ დაანება, ხოლო კომპენსირებულ დროში გუგეშაშვილმა საჯარიმოში ბეუმო წააქცია და ედუარდმა მეორედ დალაშქრა ჩვენი გუნდის კარი.

რეზიუმეს სახით მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ამ შემადგენლობით საქართველოს ნაკრებს შეტევაში ძალიან უჭირს და უშანსოდ დამარცხდა.

გორი."თენგიზ ბურჯანაძე"
საქართველო - საფრანგეთი 0:2
გოლები: 0:1 ბერიაშვილი (27, საკ. კარში), 0:2 ედუარდი (90+2, პენ)

საქართველო: გუგეშაშვილი, ბერიაშვილი (ქაფიანიძე 76), ასათიანი, აზაროვი, ანდრონიკაშვილი, არდაზიშვილი (გულიაშვილი 62), სამურკასოვი, კუცია (კუხიანიძე 87), დარცმელია, ტაბატაძე, სპანდერაშვილი (ბუღრიძე 76)

საფრანგეთი: ლაფონტი, დაგბა, კამარა, კუნდე, რეინე-ადელაიდე (დინაედიმბე 26), მაუსა (ბარდი 79), გენდუზი, კექლერე, ნორდინი (სომარი 72), დიაბი (ედუარდი 72), გუირი (ბეუმო 72)

მკითხველის კომენტარები / 21 /
საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობის გუნდები ნახეთ კრიტიკოსებო?თან თითქმის ყველა ძირითადის ფეხბურთელები არიან.ჩვენ გვაკლდა ბევრი.თან ვაისის საქციელი ვერ გავიგე დავითაშვილთან მიმართებაში.არც ახალგაზრდესბ არგო და მანაც არ ათამაშა. ავტოგოლი და მეკარის შეცდომა..ვინმეს უნდა თქვას,რომ არ იბრძოლეს?
ელდარი
06 სექტემბერი 2020 11:55
0
სამარცხვინო გუნდი და სამარცხვინო თამაში.ფეხბურთი აღარ უნდა ფინანსირდებოდეს ბიუჯეტის ხარჯზე.თუ მაინცდამაინც, დააფინანსონ კობიაშვილმა და მუჯირმა საკუთარი(მოპარული) ჯიბიდან!
888
05 სექტემბერი 2020 13:19
8
სად გინახიათ რომელ ქვეყანაში ერთი ტრენერი ყავდეს სამ ასაკობრივ გუნდს????
მოაშორეთ ეს ფეხბურთის ფედერაციისს პრეზიდენტია თუ მაჟორიტარი რომ ვერ გაუგია კობიაშვილს!!!!!!!!!!!
გულშემატკივარი
05 სექტემბერი 2020 12:28
0
შემადგენლობას გადავდხედე და ამ ბიჭებს საქართველოს დაბალი დონის ჩემპიონატის მეტი არაფერი უნახავთ და ვინც ნახა დიდი არაფერ გამოცდილება მიიღო. ყველა ნიჭიერია გვარებს თუ შეხედავთ და თუ საქართველოს ჩემპიონატს უყურებთ, მაგრამ გვერდით მაღალი დონის ქართველი და უცხოელი გამოცდილი ხალხი უნდა ყავდეთ და მაგდენი რესურსი სად გვაქვს. ვინმე ნიჭიერი გამოჩნდება და ეგრევე გაქცევაზეა. ამათ ნიჭს კიდე განვითარება უნდა. რომ განვითარდნენ უცხოეთში უნდა წავიდნენ ამათ კიდე ეგონათ საფრანგეთს ეროვნული ლიგის ბიჭებით ვაჯობებდით. ზურიკო და ხვიჩა რომ გვყოლოდა სხვანაირად წავიდოდა თამაში დარწმუნებული ვარ...
Haaland
05 სექტემბერი 2020 11:29
0
ის ჯიგარი სადაა? " სუსტი დაცვის ხაზიაო", თუ რამე იყო დაცვა და სათამაშო დისციპლინა, შუა და წინ ცოტა გვიჭირს, მარა საფრ.ნაკრები მს.გრანტი და მასთან ფიასკო უსიამოვნოა, და არა ტრაგედია,
vaxo
05 სექტემბერი 2020 11:06
0
ნუ კანონზომიერება მოხდა, არ იყო სენსაცია, და რა, ვის ეგონა სხვა შედეგი, დიახ ჩვენ არ გვაქვს "მისტრალი", არც "სიტროენი", არც "ლა კოსტა" და "შანელი", ის მს.ლიდერ სახელმწიფოთა შორისაა, განვითარების გაცილებით მაღალ საფეხურზე, ეს რაღათქმა უნდა სპორტზეც აისახება, საქართველო ფიფა-ს ბოლო რეიტინგში 90-ე ადგილზეა, საფრანგეთი???)), მადლობა ბიჭებს და სამწვრ.შტაბს.
kaxi
05 სექტემბერი 2020 10:59
1
ამათ 21 წელი არ ეყოფათ ფეხბურთის თამაში რომ ისწავლონ,ფრანგებმა კარი დაუმალეს და სიარულით ოფლის გამოუსვლელად მოუგენ თამაში..ეტყობოდათ ფრანგებს შეშინებული და ჩასრილი ეთამაშებოდნენ..კიდევ კარგი ბარსელონასავეთ არ წააგენ და ამისთვის მადლობა ეკუთვნის სამწვრთნელო შტაბს და ფეხბურთელებსაც..გეგონებოდა ცხვრის ფარა ძოვდა ბალახს გორის სტადიონზე,ნახირივით უაზროდ და ანგარიშმიუცემლად მოძრაობდნენ, პირველი გოლიც ხომ ამის ნათელი მაგალითია..ისე საძოვარზე მიშვებული ნახირისგან მეტის მოთხოვნა შეუძლებელია...მაინც ყოჩაღ დიდი ანგარიშით რომ არ დამარცხდით!!!
dato jibuti
05 სექტემბერი 2020 10:14
0
ჩვენი მთავარი პრობლემაა ის რომ გუნდურად არ ვთამაშობთ ან არ ვიცით. იმიტომაც არის, რომ გასული საუკუნის 70-ან წლებში ჩავრჩით. ნებისმიერმა მოთამაშემ თუ ფეხბურთში მოღვაწემ უნდა იცოდეს, წინსვლა მხოლოდ ერთობლივი ქმედებებით შეიძლება. გუნდურობით მიიღწევა შედეგი. თუნდაც გუშინ ჩვენებს რამოდენიმე ვარიანტი რომ ქონოდათ დამუშავებული, დავუშვათ ბურთის დაცვიდან სწრაფი ამოტანისთვის, ან შეტევის განვითარებისთვის, მაშინ უკეთესად გამოვჩნდებოდით. ფრანგეს მაგალითად ჯარიმები ქონდათ დამუშავებული, პრესინგი, დაცვიდან ბურთის ამოტანა, შეტევაში ხომ საერთოდ მაგრები ყოფილან.
ჰაჰა
05 სექტემბერი 2020 09:43
0
ხიზანიჰვილს რო მცვრტნელად დანიჰნავ რა პეხბურტზეა საუბარი პეხბურტი ჰტამომავლობიტ გადადის საკარტველოჰი მამა მერე მისი ჰვილი მერე ჰვილიჰვილი მერე ჰვილტაჰვილი მისი ჰვილი და ასე ვაი ტკვენ პატრონს
lekso kutaisi
05 სექტემბერი 2020 09:16
1
ბორჯომიდან გამოიძახეთ ფეხბურთელები და მოგებაზე ფიქრობთ. გასვლასაც ვერ მოიგებთ
გოგა
05 სექტემბერი 2020 09:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული