შემოდგომის ტესტ-სერიის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები გასვლაზე იტალიასთან 17:20 დამარცხდა.

მოიგერია რა მეტოქის სასტარტო იერიშები, ჩვენმა გუნდმა იქით შეუტია, თანაბარი თამაში წავიდა და მასპინძლებმა საჯარიმოთი დაწინაურება მოახერხეს, რასაც ქართველების შესანიშნავი კომბინაცია და „ბორჯღალოსნების“ რიგებში ტაბუცაძის მეორმოცე ლელო მოჰყვა, მატკავამაც გარდასახვა ზუსტად შეასრულა. იტალიამ საჯარიმოთი ანგარიში მალევე შეამცირა. თუმცა მატკავამ ოთხქულიანი უპირატესობა საჯარიმოდან აღადგინა. შემდეგ ჩინებულად მოასპარეზე ნინიაშვილმა გარღვევა განახორციელა და ლობჟანიძემ ლელო გაიტანა. მატკავა გარდასახვისას ისევ უზადო იყო. ბოლოს ნინიაშვილმა მეტოქეს ნაღდი ლელო არ დაადებინა და პირველი ტაიმი 17:6 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი „აძურას“ გააფრთებული, მრავალფაზიანი შეტევებით დაიწყო, შედეგად საჯარიმო ლელოთი სხვაობა შეამცირეს და ტაბუცაძემ ყვითელი ბარათი მიიღო. მერე იტალიამ ლელო-გარდასახვით წინ გასვლა შეძლო. ცოტა ხანში მათ საჯარიმო ვერ გამოიყენეს. მუდმივად თავდაცვით საქართველოს ნაკრების მორაგბეებს დაღლა დაეტყოთ, ვიზავის ნახევარზე გადასვლა უჭირდათ და მარცხი განიცადეს.

"ბორჯღალოსნები" მომდევნო შეხვედრას 24 ნოემბერს ტონგასთან თბილისში ჩაატარებენ.

გენუა. "ლუიჯი ფერარი"

იტალია - საქართველო 20:17

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე (კაპ.);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. ირაკლი აფციაური, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გიორგი ჯავახია, 6. ილია სპანდერაშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე, 17. გიორგი ახალაძე, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. ლუკა ივანიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. თედო აბჟანდაძე, 23. დემურ თაფლაძე.

ბესო
შთაბეჭდილებები სტადიონიდან ორი რადიკალურად განსხვავებული ტაიმები ვიხილეთ. პირველი მართლაც კარგი იყო მაგრამ მეორეში ყველა კომპონენტში გადაგვიარეს. ერთი ჯარიმაც კი ვერ ავიღეთ!!! სამწუხაროდ ეს ტექნიკური შეცდომები, ბურთის უაზროდ დაკარგვა, დაღლილობა, აუტების საშინლად ჩაწოდება, ბურთის უაზროდ მოგერიება და დაბალი პრესინგი დღემდე ჩვენი სისუსტეა! რის გამოც ესეთ მატჩებს ვაგებთ. ხელით კომბინირებული თამაშის კულტურა დღემდე ვერ ვისწავლეთ. დღემდე!! ფაქტია, რომ საბავშვო აკადემიაში ისე არ მიდის ახალი თაობის განვითარება როგორც უნდა იყოს! მე ბოლო წლებში ვერანაირ შესამჩნევ წინსვლას სამწუხაროდ ვერ ვხედავ... იმედია ეს არის არის ჩვენი ზღვარი...
simartle
მსაჯს დავაბრალებდი ბევვრ გამოგონილ ჯარიმას იტალიელთა სასარგებლოდ, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენც დისციპლინაში მოვიკოჭლებთ და ხშირად ვცოდავთ. ამას გარდა, ფეხს თუ ურტყავ აუტში ჯარიმიდან არ არის საჭირო რომ შენი ოცდაორიდან იმათ 5 მეტრიანში სცადო გადატანა. გადაიტანე აუტში ცენტრთან სადმე და დაასვენე შერკინება რომ მილასლასდეს აუტში დასადგომად. მაგრამ გადაიტანე რაც მთავარია. მერე კიდევ რა გახდა ამ აუტის მოგება? კარკაძე ამდენს საფრანგეთში არ აფუჭებს...არა მგონია მისის ბრალი იყოს. ბევრია მანდ სამუშაო. რომ ვტრაბახობთ ამდენი და იმდენი ბოჭვა შევასრულეთ - ეს იმას ნიშნავს რომ სულ დაცვაში ვიდექით და არ არის სატრაბახო. აყვნენ ფეხის ბრახუნში იტალიას და ჩააბარეს ბურთი უკან როგორც მაისაშვილის დროს იყო. უაზრო რაგბის თამაშით. ბურთი გაქვს? ააგე ფაზები და იმუშავე, იმის მაგივრად რომ დაცვა დაღალოდა ზწეედემტი ამუშაო შერკინება. ჩვენმა შერკნინებამ ერთI ვერ წაიღო ბურთი წესიერად. ჯალაღონიას გარდა არ მახსოვს ვინმეს წინ წაეწიოს და მოეგოს მოედანი. პირდაპირ ძირს მიდიოდნენ კონტაქტში. ეს დავალება იყო მწვრთნელებისგან თუ რა არ მესმის. შედი კონტაქტში და ამუშავე ფეხები... მოკლედ მწვრთნელთა გადანაცველბით შედეგი ანუ ხარისხი არ იცველება. ერთი ნავარჯიშებიდან პირველი ლელო დაიდო, მაგას არ დავუკარგავ, მაგრამ დანარჩენი? რომ არა ნინიაშვილის ინდივიდუალიზმი არაფერი ისეთი არ გაუკეთები გუნდს. კვლავ გვაკლია გამგლეჯი 12 ნომერი და 13 ვერ არის დონეზე. შეცვლებიც გვიან გაკეთდა და ვერანაერი შედეგ თამაშის გამოსასწორებლად ვერ მოგვზა. ამიტომ არის რომ ხშირად დიდი გუნდები მეორე ტაიმის დაწყების შემდეგ ან მანამდე ცვლიან პირველ ხაზს. შერკინებაც ვერ დადგა წესიერად. მოკლედ იტალიაა და ვიყოთ კმაყოფილები ამ შედეგით - ამას ვხედავ ყველა სპროტული ჰურნალისტის მიერ დაწერილს... ამბიციები ამბიციებად რცება და ხედავ რას წერენ უცხოელი ჯურნალისტები... კომკერელმაც ეიგივით ჩააფლავა იტალიასთან ტესტ მატჩი რაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. მე ვფიქრობ რომ იტალიას და უელსს უნდა ვუგებდეთ დღევანდელი მორაგბეებით. მწვრთელე ბმა უნდა გადახედონ საფრანგეთში მოთამაშე უკანა ხაზელებსაც და გამოიყენონ, მარტო შავი ლომის მოთამაშეებით გუნდის დაკომპლექტება არ შეიძლება და ამანაერ მიდგომას, იმავე ლოლოს მესვეურების მიერ ზეწოლის სუნი უდგას როგორც წინა წლებში და დრო გარბის... ეგ არის სიმართლე
გიორგი
მატჩის შემდეგი კონფერენცია არ შედგა? ქოქრილმა არაფერი უნდა გვითხრას გულშემატკივრებს?
სიმართლე
როგორც რეალისტი ადამიანი, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. ჩვენს გუნდში ამდენი დანაკლისისა და იტალიელთა გამძვინვარებული მზადების ფონზე, ცოტა შიშით ველოდი ამ მატჩს. აი მერე კი, როცა ასეთი შესანიშნავი ლელოები ვიხილე, მადა ჭამაშიაო და მოგება მიმინდა და გული ძალიან დამწყდა რომ წავაგეთ. განსაკუთრებით საწყენი ის იყო რომ მეორე ტაიმი პირწმინდად მოგვიგო იტალიამ, ისე რომ შეტევაში შანსიც არ მოგვცემია. მაინც დიდი მადლობა ბიჭებს რათა ასეთი ბრძოლა გაუმართეს რევანშით შეპყრობილ იტალიელებს და გვარიანად ანერვიულეს (ეს თამაშის მერეც ეტყობოდათ მასპინძლებს, რადგან წესიერად არც ზეიმობდნენ გამარჯვებას)
ამაშია საქმე
მთავარია 6 ერის იტალიას თანაბრად ვეთამაშებით.მაგრად გაუხარდათ მოგება ისიც გაჭირვებით.მარტო უმაღლესი კლასის ლელოები რად ღირდა.მოკლედ შეეშვით კრიტიკას და თბილისში ტონგასთან მატჩის წინ ოვაციით გავამხნევოთ მართლა მაგარი კაცები.
მაიცა რა
ცალკარა რასაც ქვია მეორე ტაიმს შეიძლება ვუწოდო? ესეთი დაჩაგვრა ერთი გუნდის ერთ ტაიმში ისტორიას არ ახსოვს, მთელი ტაიმი 22 -ში გავატარეთ, წარმოუდგენელია!!! იტალიაა ტო ზელანდია ხო არა..რატო ვიდექით მთელი ტაიმი კარებში გამოდით და აგვიხსენით ძვირფასო ფედერაციის წარმომადგენლებო.
გიორგი
ნინიაშვილი ფენომენალური რაგბისტია. ამ სპორტისთვის დაბადებული და მსოფლიო დონის მოთამაშე. 20 წლის ასაკში ბარბაროსებში ათამაშეს და ამით ყველაფერია ნათქვამი. ვუყუროთ და ვიამაყოთ მისით ქართველებო! დავით! მხოლოდ წინ და წინ!!!
სოსო
მე 2 ტაიმი მწვრთნელის ანალიტიკის შედეგია ყველა სპორტში
სოსო
იტალიას ის უხარია,რომ ვერ უნდა მოეგო და მოგვიგო.რაც არ უნდა თქვან,მაგარი თამაში იყო და თუ გავიხსენებთ,რომ იტალიამ 6 ერზე ორი მოიგო და ერთიც ფრე დაასრულა,ჩვენთან 3 ქულით გამარჯვება,საკუთარ მოედანზე,სულაც არ უნდა ჩაითვალოს დიდ ჩამორჩენად.რა თქმა უნდა იტალიას თავისი უპირატესობები ჰქონდა,მაგრამ ჩვენმა რამდენიმე ბიჭმაც,ნინიაშვილის მეთაურობით,ვარსკვლავურ დონეზე ითამაშეს.იტალიაში რამდენიმე ლეგიონერი თამაშობს,ერთი კი,სულაც ზელანდიის შემადგენლობაში,მსოფლიოს ჩემპიონის ვაჟი ყოფილა,ჩვენ კი სუფთა ეროვნული ნაკრებით და დაბალ დონეზე საკლუბო პრაქტიკით,კინაღამ დავამარცხეთ,უკვე საკუთარ მოედანზე.რა თქმა უნდა ნაკლოვანებები ისევ აშკარად ჩანდა,მაგრამ ორი სალელოვე შეტევა,მართლაც ნოტებზე გავითამაშეთ და მსოფლიოს ნებისმიერი ნაკრები,სიამოვნებით მოაწერდა ხელს,ასეთ ლელოებზე.გული მწყდება,რომ უკვე მერამდენედ,მეორე ტაიმს უქულოდ ვასრულებთ და ეს მგონი პრობლემად გვიხდება.გამოდის რომ ან მწვრთნელი აგებს მეტოქის მწვრთნელთან,ან ფიზიკური მომზადება არ გვკმარა,ან შემადგემლობის სიღრმე,ან კიდევ ფსიქოლოგიაშია საქმე?რა თქმა უნდა ბოლო ხანებში,ძლიერ მეტოქეებსაც ვხვდებოდით,მაგრამ მაინც ყოველ ჯერზე ერთი და იგივეს გამეორება,ძალიან უსიამოვნოა.მაინც მგონია,რომ იტალიასთან უკეთესად ვითამაშეთ,ვიდრე ზელანდიელებთან და მსოფლიო ჩემპიონატისთვის,უკეთესი ნაკრები გვეყოლება,ვიდრე წინა ჯერზე.იმ დროისათვის,შარიქაძე და მოდებაძეც დაუბრუნდებიან ნაკრებს და ორი ასეთი კაცის დამატება,რა თქმა უნდა უფრო გაგვაძლიერებს.
რეზო
თავზარდაცემული ვარ შედეგით ( ამ შოკიდან გამოსვლას კაი ხანი დაჭირდება. წარმომიდგენია, ბიჭებს რა ჭირთ ( საინტერესოა, თუ იქნება სადმე დეტალური და პროფესიონალური განხილვა, რატომ გავემართა ეს? მე რასაც ვხედავ, ეგაა რომ ცვლილებები ძალიან დააგვიანა. არ შეიძლება შენს 22 ში გაატარო მთელი თამაში და არ დაიღალო!!! პირველ რიგში ივანიშვილი იყო შემოსაყვანი და მგონია, რომ უფრო სპანდერაშვილის ნაცლად და არა ცუცქირიძის. კრაკაძეს სიქა გაძვრა და ან თვითონ რატომ მოკლა მოედანზე ან ნიორაძეს რატომ არ აღირსა გამოყვანა? თედომ რა დააშავა, ვერ გავიგე? ფანტასტიურ ფორმაშია თან. მსაჯებმაც ჩემი აზრით, განსაკუთრებით შერკინებაში რამდენჯერმე არასწორად დაინახეს. ერთი კიდევ მინიმუმ მახსენდება, ძალიან დიდ ხანს აცალა და ჩვენ ეგრევე გვისტვენდა იგივეზე ბურთზე თამაშზე. კულმინაცია, რა თქმა უნდა ყვითელი და ტექნიკური ლელო იყო. ნეტავ იმათ თუ გაუკეთებდა იგივეს? ყველაზე ურასეი ისაა, რომ ეს სამარცხვინოე ჩასაფრებული უცხოელი კომენტატორები, თითქმის ყველა ერთხმად იმას იძახის, რომ მაინც ბევრი გვაკლია ამ დონზე სათამაშოდ. არადა რა? 3 ქულა წავაგეთ, ვბოლოს და ბოლოს და დარწმუნებული ვარ, ისიც გამოუცდელობის გამო. თავად იტალიამ რა ქნა წინა თამაშში? ან უელსმა ავსტრალიასთან? ან და 25 წელია 6 ერში რომ თამაშობ და უარსიში 2 ფრანჩიზა გყავს და ტესტებზე მთავარი თამში საქაღტველოსთან გაქვს და არა არგენტინასთან ან ზელანდიასთან, ამით ყველაფერია ნათქვამი!
ზაკო-12
ნინიაშვილი მართლა ვარსკვლავია და მგონი კვარაზე(პატივისცემით) ნაკლები ვარსკვლავი და ტალანტი არ არის სარაგბო თემში, იქნებ ჟურნალისტებმა ასეთ ვარსკვლავზე უფრო მეტი ნიუსი და ინფო დადონ როცა მისი თამაშებია კლუბში ან სპორტულმა TV-ც იაქტიურონ და მეტი თამაში აჩვენონ ამ ბიჭის საკლუბო დონეზე.
ზაზა
კი არ დავმარცხდით, მსაჯმა მოგვიგო. ძნელია მსაჯს რომ მთელი თამაში შენს წინააღმდეგ აქვს ხელი აწეული, მოიგო. მაინტერესებს ტაბუცაძის ნაცვლად ზელანდიელი ან თუნდაც იტალიელი ყოფილიყო, ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა? არა, რა თქმა უნდა. ტაბუცაძე გააგდო საჯარიმო ლელო მიცა და 10 წთ დაუმატა მომდევნო შანსისთვის. ძნელია ასე თამაში, როცა 16 15 ზე ვთამაშობთ. შანსი არ მოგვცა მსაჯმა. არადა ნინიაშვილმა მარტო შეუსრულა ყველაფერი. იტალიას რა უხარია მაინტერესებს - წინა თამაში მოვუგეთ, აქ კი მსაჯმა მოაგებინა. წარმატება ჩვენს ბიჭებს!
გიორგი
მოკლედ რომ შევაჯამოთ. იყო მაღალი დონის პირველი ტაიმი და ცუდი მეორი ტაიმი ორი ძირითადი ფაქტორის გამო: არასწორად ფეხით დარტყმული ბურთები (თოდუა, ორჯერ ნინიაშვილი. ერთხელაც მატკავა, როცა თამაში ცენტრიდან განახლდა პირდაპირ აუტში გაშვებული ბურთი. მერე წაგებული შერკინება და იტალიელების შეტევა) და მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი წაგებული დერეფნები. განსაკუთრებით მწარე იყო შეტევითი დერეფნების განიავება. თამაში ჩვენვე წავაგეთ. ამ დონეზე ასეთი შეცდომები თამაშის ბედს წტვეტს ხოლმე. და ასეც მოხდა. ყველაფრის მიუხედავად მე ამაყი ვარ საქართველის რაგბის ეროვნული ნაკრებით.
Levan
შეცდომები იყო 9 ნომერის თამაშში, შეცდომაა როცა ჯარიმას ვერ გადაიტან აუტში, შევდომაა როცა ხელით თამაშის მერე ტექნიკურ ლელოს დებენ, შეცდომაა როცა ამდენ დერეფანს წააგებ..თუმცა თქვენ ალბათ უკეთ ერკვევით
დიმა
გულდასაწყვეტია, კარგი პირველი ტაიმის შემდეგ, წაგება. ზელანდიასთანაც წინა შეხვედრაში, მეორე ტაიმი პირწმინდად წავაგეთ. დერეფანი ხომ სულ პრობლემაა, რაც ჩვენი ნაკრები არსებობს. ვეღარ მოხერხდა ამის გამოსწორება.
კახა
რა გახდა წესიერი მწვრთნელის მოყვანა!!? უკვე ფეხბურთელების ძველ ნაკრებს ვამაგავსებთ წავაგეთ მაგრამ კარგად ვითამაშეთ...
ანდრი
და მაინც ყოჩაღ ბიჭები.
Goorgi-ს
არ ინერვიულო. რაფერაც შენ გინდებლარიან, ისტე იქნება ყოლიფერი.
პაატა
მიეხედავად იმისა რომ თითქმის ყველა კომპონენეტში გვჯობდნენ, მაინც შეიძლებოდა ამ თამშის მოგება! პირველი ტაიმი ამის დასტურია! მეორე ტაიმი სრულად მოიგო იტალიის მწვრთნელმა!!!! 11 ქულას იგებ და ასე უბურთოთ რატომ უნდა ათამაშო გუნდი?! ტაბუცაძე დინამიკაში კარგია, მაგრამ სამწუხაროდ სარაგბო ინტელექტით ვერ გამოირჩევა…ისევ ბოჭვაზე ერჩივნა ეთამაშა ვიდრე ჩაჭრაზე, ყვითელი+ტექ. ლელო რა უბედურებაა?! ამას მოხერხება ხომ უნდოდა…არ შეიძლება მხოლოდ ბიჭების თავდადებაზე და ერთი-ორი ბიჭის ინდივიდუალურ თამაშზე გადიოდეს გუნდის წარმატება! იმედია კოკერელი სწორ დასკვნებს გამოიტანს. წაემატება ჩვენს ბიჭებს
43 წლისას
ბიძიკო შენ ნუ მოხვალ სტადიონზე! ნერვებს მოუფრთხილდი! ბიჭები მარტო იტალიას კიარა მსაჯსაც ეთამაშებოდნენ 70 წუთი სისხლის და ძვლების მტვრევის ფასად არ გაატარეს არცერთი იტალიელი. თანაც თუ გადახედავთ ძირითადის მინიმუმ 6 კაცი არ გვყავდა( გიგაშვილი, გოგიჩაშვილი, მელიქიძე, გორგაძე, საღინაძე, გიორგაძე , ბუკა) და მაინც ლომებივით იყვნენ. ვამაყობ თქვენით ძმებო
გია პაპა
მაგრები ხართ ბიჭებო, სასწაული ლელოები დადეთ. ახალ ზელანდიას და სამხრეთ აფრიკას რომ შეშურდებოდა. პირველი მაინც სასწაული იყო, ამდენი ოფლოუდი მთელ თამაშში არ გაგვიკეთებია რაც ამ ლელოს დროს გაკეთდა. ნინიაშვილი ხომ საერთოდ ფენომენია, დაფრინავს ტიპი. წავაგეთ მაგრამ გული არ გაიტეხოთ, გულშემატკივრები თქვენთან ვართ.
გიორგი
საწყენია. ბიჭებმა თავი არ დაზოგეს მაგრამ დაგვაკლდა რაღაც. ეს რაღაც კი ცნობილია რაცაა. საფრანგეთში მოთამაშე უმაღლესი კლასის ფორვარდებს კლუბები ხელს უშლიან ნაკრებში წასვლაში. ჩვენი ფედერაცია კი, იმის მაგივრად რომ ბიჭებს დაეხმაროს მოლაპარაკებებში, ცხვირს უბზუკავს - თუ არ გინდათ, ნუ გინდათო. ე ბიჯო, ირლანდია 40 წლის ფარლონგს ათამაშებს და ესენი 32-35 წლის თოფ ბურჯებს არც კი ელაპარაკებიან.
Giorgi
ასე უბურთოთ თამაში თუ შეიძლებოდა რაგბიში არ მეგონა, კატასტროფული თამაში იყო თუ არ ჩავთვლით იმ ორ გარღვევას რასაც ლელოები მოყვა, მერე იტყვით მოდით სტადიონზე და გვიქომაგეთო…. რო მევედი რა, ნერვების გლეჯის მეტი არაფერი, ისევე მომავალის იმედად ვართ მარა ქე გავხტი უკვე 43 წლის და წესიერად აუტი ვერ ვნახე თქვენი მოწოდებული, არ დეიწყოთ ახლა ბევრი ყმედიბა, რაფერარც ჩემი ცხონებული მეზობელი არკადიე იძახოდა ყანააო ყანაო. პ.ს გუშინ ვუყურე საფრანგეთის და ზელანდიის თამაშს, ტითუუ მაი კი იყო ბიძია რაგბი
Gio
როცა მსაჯი მოწინააღმდეგეს ემხრობა ყველაფერი დაგეტყობა_დაღლაც ჯარიმები და დერეფნებიც
KOSTAKURTA
გადაირევი კაცი რა.4-ჯერ საკუთარი აუტი მოწოდებაზე დაკარგეს. 4-ჯერ, თან ბოლო გადამწყვეტი!ბოლოს ისე დაიგალნენ რომ უკვე დალასლასებდნენ.
ალექს
უბურთოთ თამაში შეცდომა არ არის, არამედ მეტოქის კლასზე მეტყველებს. შერკინება თანაბარი იყო. დაცვითი მოლი კარგი იყო. დერეფანი კიბატონო მოიკოჭლებდა,თუმცა იტალიელებსაც ქონდათ შეცდომები. რაქიდან მგონი მხოლოდ ერთხელ დავკარგეთ ბურთი. დისციპლინაში ბუნებრივია რომ გექნება ჩავარდნა როცა თავის დაცვა გიწევს ძირითადად. მგონი ვერ ერკვევით კარგად რაგბში.
ალექს
ამ იტალიამ საკუთარ მოედანზე რომ ძლივს გამოგგლიჯა მოგება ბევრ რამეზე მეტყველებს. ყოჩაღ ბიჭებს. მართლა მაქსიმუმის მაქსიმუმი გააკეთეს და დაამტკიცეს სად არის საქართველოს ადგილი. იტალია მომართული იყო რომ მაგარი რევანში აეღო და ერთი თავით მაღლა გამოჩენილიყო,თუმცა ჩაუვარდა კოვზი ნაცარში. მთელი წელი უმაღლეს დონეზე თამაშობენ იტალიელები,ჩვენ კი აგერ მოვა 2025 და ჩამოვლენ გრანდები - შვეიცარია, ჰოლანდია, ესპანეთი და ა.შ. დერეფანი რომ კვლავ პრობლემური არ ყოფილიყო შესაძლებელია მოგვეგო კიდეც.
Levan
შერკინება, რაქები, დერეფანი, დისციპლინა, დაღლილობა, უბურთოთ თამაში... ამდენი შეცდომა. მწვრთენილ(ებ)ი გვყავს საერთოდ?!
"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ევროპაში გატარებული 18 წლის შემდეგ ფერნანდო მუსლერა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე დაბრუნდა
ბოლო დეტალები თანხმდება - ბაინო-გიტენსი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს
ახალი კონტრაქტი - ნეიმარი კვლავ "სანტოსში" ითამაშებს
პსჟ კვლავ "ინტერთან" თუ "რეალი"/"სიტის" საუკეთესო - გზა ფინალამდე
"ლიონი" აპელაციას შეიტანს - რომელმა კლუბმა შეიძლება დაიკავოს ლიგა 1-ში მისი ადგილი
მხითარიანი: ეს იარაა - პსჟ-სთან წაგების გამო ტკივილი არ ყუჩდება
ოფიციალურად - მიქაუტაძის "ლიონი" ლიგა 2-ში დააქვეითეს
პსჟ-ში ზაბარნის გადასვლა ჩაშლის პირასაა
ხელშეუხებელია - პსჟ-ს ბარკოლა არ ეთმობა
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
"კოპენჰაგენმა" გოჩოლეიშვილის ნაცვლად პსჟ-ს ფეხბურთელი დაიმატა
დონარუმა: უნდა დავამარცხოთ - მესის ისედაც ბევრი ტიტული აქვს მოგებული
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"