U21. ლიხტენშტაინთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრებს 2 ფეხბურთელი დაემატა

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე მატჩს ლიხტენშტაინის წინააღმდეგ გამართავს. ვასილ მაისურაძის გუნდი თბილისიდან ჩარტერული რეისით 21 ფეხბურთელთან ერთად გაემგზავრა. საფრანგეთთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. ლიხტენშტაინის წინააღმდეგ გუნდს მეკარე დავით კერესელიძე და მცველი ცოტნე კაპანაძე შეუერთდნენ.​​

​საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ლიხტენშტაინის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ლუკა სანიკიძე („თელავი“, თელავი), დავით კერესელიძე (გაგრა)

მცველები: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი), ილია ბერიაშვილი („თელავი“, თელავი), ლუკა ქაფიანიძე („ტორპედო“, ქუთაისი), ლუკა ასათიანი („სამგურალი“,
წყალტუბო), შალვა ბურჯანაძე („სამგურალი“, წყალტუბო), ჯემალ ჯინჯოლავა („ლოკომოტივი“, თბილისი), ცოტნე კაპანაძე ("ლოკომოტივი", თბილისი)

ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი („დინამო“, თბილისი), რატი არდაზიშვილი („რუხი“, ლვოვი), გიორგი კუცია ("დინამო", თბილისი), იური ტაბატაძე ( „საბურთალო“, თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი), დავით სამურკასოვი („ლოკომოტივი“, თბილისი), ბექა დარცმელია („ლოკომოტივი“, თბილისი), თორნიკე ძებნიაური („ლოკომოტივი“, თბილისი)

თავდამსხმელები:
ნუგზარ სპანდერაშვილი („დილა“, გორი), გიორგი გულიაშვილი („საბურთალო“, თბილისი), ირაკლი ბუღრიძე („დინამო“, თბილისი) , სერგო კუხიანიძე (“სამგურალი“, წყალტუბო), ბექა ქავთარაძე („საბურთალო“, თბილისი)

საქართველოსა და ლიხტენშტაინს შორის გამართული პირველი შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 4:0 დასრულდა. 8 სექტემბერს ლიხტენშტაინისა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებთა დაპირისპირება ქალაქ ესხენში, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ჩვენი გუნდი 6 შეხვედრაში დაგროვებული ექვსი ქულით საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში - მეოთხე ადგილზე იმყოფება, ლიხტენშტაინი კი, სამი ქულით ბოლო - მეექვსე ადგილზეა.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
რომელ არხზეა თამაში?
მოკლედ!
09:36 08-09-2020
0
წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო...
მართა ლი
01:58 08-09-2020
0

სიახლეები პოპულარული