U21. საქართველოს კაცნაკლულმა ნაკრებმა ლიხტენშტაინს მოუგო

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე მატჩი სტუმრად ლიხტენშტაინის წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით - 2:0 დასრულდა.

​ანგარიში მე-20 წუთზე ნუგზარ სპანდერაშვილმა გახსნა, 35-ე წუთზე კი მეტოქის კარი დავით სამურკასოვმა აიღო და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში მსაჯმა მოედნიდან საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი გააძევა. ვასილ მაისურაძის გუნდმა უპირატესობის შენარჩუნება შეძლო და სამი ქულა მოიპოვა.

7 შეხვედრის შემდეგ, 9 ქულით საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში მესამე ადგილზეა.

ესხენი. "სპორტპარკი"
​ლიხტენშტაინი - საქართველო 0:2
გოლები: 0:1 სპანდერაშვილი (20), 0:2 სამურკასოვი (35)
გაძევება: მამარდაშვილი (45+2), გრაბერი (89)

საქართველო: მამარდაშვილი, ასათიანი (47' ბურჯანაძე), ანდრონიკაშვილი, სამურკასოვი (62' გულიაშვილი), ქავთარაძე (45+3' სანიკიძე), დარცმელია, სპანდერაშვილი (47' ბუღრიძე), კუცია, ჯინჯოლავა, აზაროვი, მექვაბიშვილი (87' ძებნიაური)

​ლიხტენშტაინი: მაიერი, სპირიგი, გრაბერი, მარტინ მარქსერი, გრუნენფელდერი, ლუჩინგერი, ცაგლარი (83' სიმენი), ნეცერი (70' მარკო მარქსერი), გასნერი (70' უნტერაინერი), მეიერი, ბეკი (47' გრაბერი)

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას 9 ოქტომბერს, შვეიცარიის წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ ნაკრებისაგან,ერთადერთი მოთხოვნა და სურვილი მაქვს.სლოვაკეთს გადაურბინონ და მათი უნამუსობისათვის,მწარედ დამარცხებით აზღვევინონ.მე მგონია, ეს მათაც ჩემსავით უნდათ.შესაძლოა მეტადაც კი.წარმატებები ბიჭებს.
სოსო
18:27 09-09-2020
1
ცხრაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ
წარმატებები
11:36 09-09-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული