U21. საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან ვერას გახდა - 0:3 [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ჯგუფის ლიდერ შვეიცარიასთან 0:3 დამარცხდა.

26-ე წუთამდე თანაბარი თამაში მიდიოდა, ვიდრე ნდოიემ საჯარიმოში ბურთი მიიღო, ორმა მეურვემ წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ანგარიში გაიხსნა. მერე სტუმრებს შესვენებამდე ორი მომენტი ჰქონდათ - ჯერ მეკარე სანიკიძემ ზექირს არ დაანება გატანა, ხოლო შემდეგ ქართველი გოლკიპერი გამოსვლაზე შეცდა და მეორედ გაუტანეს. თუმცა, გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მაისურაძის შეგირდები უპირატესობას დაეუფლნენ. 51-ე წუთზე არველაძემ გულიაშვილი მეკარეს
პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან ჩინებული შანსი გაუშვა ხელიდან. სწრაფი კონტრშეტევისას კი ნდოიემ პენალტი მოიპოვა, რომელიც ზექირმა გამოიყენა. შემდეგ შესვლაზე შესულ პუშიჩს საქართველოს ნაკრების მცველებმა ხელი არ შეუშალეს და მან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

13 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები აზერბაიჯანს უმასპინძლებს.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
საქართველო - შვეიცარია 0:3
გოლები: 0:1 ნდოიე (26), 0:2 ზექირი (69, პენ), 0:3 პუშიჩი (81)

საქართველო: სანიკიძე, ბურჯანაძე, ლოჩოშვილი, კობოური, სილაგაძე, ლაკვეხელიანი (კუხიანიძე 89), დარცმელია, მექვაბიშვილი (ანდრონიკაშვილი 65), სამურკასოვი (აზაროვი 89), არველაძე, გულიაშვილი

შვეიცარია: რაციოპი, ზესიგერი, დომჯონი, ტომა, გილემენო (პუშიჩი 66), ზექირი (ანტუნეში 89), ნდოიე (მამბიმბი 79), იმერი (იანკევიჩი 79), მუჰეიმი, რუეჯი, ბამერტი

მკითხველის კომენტარები / 24 /
ფიზიკური მომზადება ჭირდებათ თავისი აღდგენებით, შვეიცარიამ ამაში დაგვჯაბნა, გუნდი ფეხბურთის თამაშს ცდილობდა და ეს კარგია, ამ ასაკში უნდა მიექცეს ფეხბურთელების განვითარებას დიდი ყურადღება.საქართველოში ჩამოიყვანონ ფიზმომზადების მწვრთნელები თუ აქ არ არიან.0-3-ის წასაგები თამაში არ იყო ქონდა ნაკრებს კარგი შანსები რო გოლი გაეტანათ არ მოხდა ასე,ისეთი გოლები გაუშვეს იქედან მინიმუმ ორი არ იყო გასაშვები.მთავარია რო გუნდი ცდილობდა თამაშს და ზოგ მომენტებში შვეიცარიას ჯობდა კიდეც, ეს ფეხბურთია ხან გაგიმართლებს ხან არა. არ ვიძახი იმას რო აუცილებლად მოიგებდნენთქო რადგან შვეიცარია ძალიან ძლიერი ნაკრებია მაგრამ ფრის მიღწევა ნამდვილად შეიძლებოდა ცოტა რო გამართლებოდათ.მთავარი რო გააგრძელონ თავიანთ კლუბებში შრომა ფეხბურთელებმა და შედეგიც აუცილებლად მოვა.
ziko
20:17 10-10-2020
1
ამ გუნდს თუ საერთოდ მწვრთნელი ჰყავდა ეგეც არ ჩანდა ამ თამაშსი ყველა თავისთვის თამაშობდა არანაირი დისციპლინა არანაირი სწორი თამაში უაზრო ბურთის თრევა მატაობა ჩვენს ნახევარზე და ფეხბურთელები რომლებიც მე 2-3 ლიგაში თამაშობენ ზოგი მე 5 ლიგაში გაუგებარია ეს შემადგენლობა რატომ დაყენა მაისურაძემ როცა იგივე უმაღლესი ლიგის გუნდებიდანაც შეიძლება 21 წლამდე ნაკრებში ფეხბურთელების მოყვანა დინამოდან ლოკოდან საბურთალოდან ბათუმიდან და ა.შ ეს მწვრთნელი გასაშვებია დღემდე ძალიან შორს არის ფეხბურთიდან.
გელა
12:48 10-10-2020
1

სიახლეები პოპულარული