საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბელარუსი თანატოლები გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 29 მარტს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ბელარუს თანატოლებს უმასპინძლა და დიდი სხვაობით, 4:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმის დებიუტშივე, შეხვედრის მე-5 წუთზე, გულიაშვილმა ქართველები დააწინაურა. მატჩის მე-13 წუთზე სუპრანოვიჩმა წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.

რაც შეეხება შეხვედრის მეორე ნახევარს, მიროშნიკაუმ იაკობიძის დარტყმის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მე-60 წუთზე გულიაშვილმა ბელარუსის ნაკრების კარი მეორედ აიღო. რაც შეეხება მეოთხე გოლს, ის შეყილაძის ანგარიშზეა.


მკითხველის კომენტარები / 4 /
ხომ არ იცით ხშირად ვიდეოს არ აჩვენებს და ხმა ისმის, რომ ვხსნი და რისი ბრალია?
გადასარევი გიორგი
00:34 30-03-2021
0
გულიაშვილი ნიჭიერი ბიჭია. დაიხვეწოს ბოლომდე ჯერ ეროვნულ ლიგაში დაიმედია კარგი ევროპული გუნდი დაინტერესდება. ყოჩაღ ბიჭებო კაი თაობა მოდის უნდა დაწერონ ისტორია
Haaland
21:39 29-03-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული