დღეს, 29 მარტს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ბელარუს თანატოლებს უმასპინძლა და დიდი სხვაობით, 4:1 დაამარცხა.
პირველი ტაიმის დებიუტშივე, შეხვედრის მე-5 წუთზე, გულიაშვილმა ქართველები დააწინაურა. მატჩის მე-13 წუთზე სუპრანოვიჩმა წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.
რაც შეეხება შეხვედრის მეორე ნახევარს, მიროშნიკაუმ იაკობიძის დარტყმის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მე-60 წუთზე გულიაშვილმა ბელარუსის ნაკრების კარი მეორედ აიღო. რაც შეეხება მეოთხე გოლს, ის შეყილაძის ანგარიშზეა.