19-წლამდელებმა აზერბაიჯანი დაამარცხეს - ვასილ მაისურაძის პირველი ტესტი ბაქოში

AutoSharing Option
საქართველოს 19 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა აზერბაიჯანელი თანატოლების ეროვნული გუნდი ბაქოში 3:2 დაამარცხა. ამხანაგურ მატჩში ანგარიში გიორგი კვერნაძემ გახსნა, პირველ ტაიმში სხვაობა ორამდე გეგი გეგუჩაძემ გაზარდა, ხოლო მეორე ნახევრის 59-ე წუთზე გიზო მამაგეიშვილმა მეტოქე გუნდის კარში მესამე გოლის გატანა შეძლო.

აღნიშნული მატჩი 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის, ვასილ მაისურაძისთვის ახალ გუნდთან ერთად პირველი საერთაშორისო ოფიციალური შეხვედრა გახლდათ. მეორე ტესტ-მატჩს ასაკობრივი ნაკრები, აზერბაიჯანული შეკრების ფარგლებში, ისევ მასპინძელ გუნდთან - 6 აგვისტოს გამართავს.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული