21-წლამდე ნაკრებმა რუმინეთში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში გამართა

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, დღეს საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, რუმინეთში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში გამართა. ახალგაზრდული ნაკრები 7 სექტემბერს, ბუქარესტის შემოგარენში, ქალაქ ვოლუნტარიში რუმინეთის 21-წლამდე ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

U21 - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გურამ ჩიკაშუა (ვიტ-ჯორჯია), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა ნანავა (კოლხეთი 1913)

მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელავი), თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი, ესპანეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო თბილისი), ივა გელაშვილი (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ზურაბ ჭავჭანიძე (რუსთავი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), დავით სამსონია (დინამო ზუგდიდი).

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (დილა
გორი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ბექა ხარაიშვილი (საბურთალო), რევაზ ინჯგია (აპოლონ ლიმასოლი, კვიპროსი), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), გიორგი მოსწირაფიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ლომთაძე (სამტრედია), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).

თავდამსხმელები: გიორგი გაგუა (დეპორტივო ალავესი, ესპანეთი), შოთა შეყილაძე (თელავი).

რამაზ სვანაძის გუნდი, რუმინელ თანატოლებს ვოლუნტარის ანგელ იორდანესკუს სახელობის სტადიონზე, თბილისის დროით 22:00 საათზე დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს, საზოგადოებრივი მაუწყებლის - პირველი არხი / ტელესკოლა შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
სვანა შენი საფეხბურთო კარიერის და სამწვრთნელო გამოცდილების გვჯერა.
1
ნუგზარი
გენა
22:16 04-09-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული