21-წლამდელთა ნაკრებმა ბუქარესტში მატჩისწინა ვარჯიში გამართა

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ბუქარესტში, "დინამოს" სტადიონზე, მატჩისწინა ვარჯიში გამართა. ახალგაზრდული ნაკრები 7 სექტემბერს რუმინეთის დედაქალაქის შემოგარენში, ქალაქ ვოლუნტარიში, მასპინძელთა 21-წლამდელთა ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

U21 - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გურამ ჩიკაშუა (ვიტ-ჯორჯია), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა ნანავა (კოლხეთი 1913)

მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელავი), თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი, ესპანეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო თბილისი), ივა გელაშვილი (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ზურაბ ჭავჭანიძე (რუსთავი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), დავით სამსონია (დინამო ზუგდიდი).

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (დილა გორი), გიორგი
გოჩოლეიშვილი (საბურთალო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ბექა ხარაიშვილი (საბურთალო), რევაზ ინჯგია (აპოლონ ლიმასოლი, კვიპროსი), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ლომთაძე (სამტრედია), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).

თავდამსხმელები: გიორგი გაგუა (დეპორტივო ალავესი, ესპანეთი), შოთა შეყილაძე (თელავი).

რამაზ სვანაძის გუნდის საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ვოლუნტარის ანგელ იორდანესკუს სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი / ტელესკოლა შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
აბა ტელესკოლაო?
რა გვეშველება?
22:11 07-09-2021
0
ფედერაცია უფრო მეტი ამხანქგური რომ დაგეგეგმათ ვერა?მასპინძლები ვართ ევროსი და მანამდე რაც მეტს ვითამაშებთ მით უკეთესია
Master
09:48 07-09-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული