დღეს, 18 სექტემბერს, საქართველოს 17 წლამდელთა ასაკობრივი ნაკრები ბერძენ თანატოლებს "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
ანგარიში მასპინძლებმა შეხვედრის 33-ე წუთზე გახსნეს, თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან თავი გივი ხაჩიძემ გამოიჩინა. საბოლოოდ, პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.
მეორე ტაიმში კონსტანტინოს კუმასმა (53-ე წუთზე) და დიმიტრიოს კალოსკამისმა (77-ე წუთზე) ქართველთა კარი ორჯერ აიღეს და საკუთარი ნაკრები დააწინაურეს.
თითქოს შეხვედრაში ბერძნებს 2:1 უნდა გაემარჯვათ, თუმცა გიორგი ტაბატაძემ 90+5 წუთზე საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა და მატჩის საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.
-15SEP/06/geo1.jpg" border="0" alt="alt" style="height: 50px; width: 50px;" title="ბოლო იმედის ჯარიმა და გოლი - ქართველი 17 წლამდელები ბერძენ თანატოლებს კიდევ ერთხელ დაუზავდნენ [VIDEO]" />ქართველი ფეხბურთელების ქამბექი ბერძნებთან - 2 გოლი მატჩის მიწურულს
თმები შეაჭრევინეთ ამ ბავშვებს, დამიჯერეთ უშლით.