
შეხვედრა გიორგი ჩიტაურის გუნდის უპირატესობით დაიწყო, რასაც 32-ე წუთზე საჯარიმოში ხელით თამაშის გამო, ისლანდიელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი მოჰყვა - გიორგი ტაბატაძის დარტყმული, სკანდინავიელთა მეკარემ - ჰეიდარ ჰერმანსონმა მოიგერია. 41-ე წუთზე ანგარიში თბილისის "დინამოს" ნახევარმცველმა თენგო ალიბეგაშვილმა გახსნა, რომელსაც საგოლე გადაცემა ლუკა პარკაძემ გაუკეთა, ხოლო 81-ე წუთზე მეტოქე გუნდის თავდამსხმელმა დანიელ გუდიონსენმა საპასუხო გოლი გაიტანა.
მე-4 ჯგუფში აგრეთვე მასპინძელი უნგრეთი და ესტონეთი გამოდიან. დღეს უნგრეთმა ესტონეთი
3:0 დაამარცხა. 25 ოქტომბერს ჩვენი გუნდი უნგრეთს, ხოლო 28 ოქტომბერს ესტონეთს შეხვდება.
ბუდაერსი. "ბუდაერსი"
საქართველო - ისლანდია 1:1
გოლები: 1:0 ალიბეგაშვილი (41), 1:1 გუდიონსენი (81)
გამოუყენებელი პენალტი: ტაბატაძე (32)
საქართველო: კოპალიანი, გობეშია, ნარიმანიძე, ხარჩილავა, ტაბატაძე (ბასილაძე 88), სადღობელაშვილი, სიგუა, ალიბეგაშვილი, ცეცხლაძე (ხაჩიძე 74), პარკინაშვილი, პარკაძე (კარაევი 82)