U17. რა მატჩი! რა ბრძოლა! რა გამარჯვება - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად უნგრეთი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 17 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში უნგრეთში მასპინძელ თანატოლთა გუნდი დაძაბულ მატჩში 1:0 დაამარცხა და თითქმის გაინაღდა ელიტრაუნდის საგზური.

გოლი პარკაძის პასით მატჩის დასასრულს ნარიმანიძემ გაიტანა.

მეოთხე ჯგუფში პარალელურ შეხვედრაში ესტონეთმა ისლანდიას 2:1 სძლია.

შეგახსენებთ, პირველ ტურში ჩვენი გუნდი ისლანდიას დაუზავდა (1:1), 4 ქულით ლიდერია და 28 ოქტომბერს, ბოლო ტურში ესტონეთს შეხვდება.

ტელკი. „საფეხბურთო გლობალ პარკი“

უნგრეთი - საქართველო 0:1
გოლი: ნარიმანიძე (86)

საქართველო: კოპალიანი, ნარიმანიძე, გობეშია, ხარჩილავა, სადღობელაშვილი, ტაბატაძე (ხაჩიძე
90+3), ციკოლია, სიგუა, ალიბეგაშვილი, ცეცხლაძე (პარკინაშვილი 68) (ბასილაძე 90+6), ფარცვანია (პარკაძე 68)

მკითხველის კომენტარები / 6 /
ამასწინათ დავწერე, ახალგაზრდული ნაკრებები კარგად თამაშობენ და ასე თუ ისე წარმატებებს აღწევენ განსხვავებით ეროვნულისგან...რატომ? ჩემი აზრით ნაკლები პოლიტიკა ერევა ახალგაზრდულში რადგან ნაკლები ფული ტრიალებს. კარგი იქნება კომპეტენტური ხალხის ანალიზი და განმარტება.
Emigranti
23:21 25-10-2021
2
მიდით ბიჭებო, ბოლომდე, აბა თქვენ იცით, მომავალი თქვენია. ჭკუაც დაატანეთ და ნუ გადახვალთ რუსეთში სათამაშოდ, ახლა თქვენთვის განვითარებაა საჭირო და ცოტაც რომ შემოგთავაზონ ვიდრე რუსეთიდან, მაინც ევროპული კლუბები აირჩიეთ.
DAVE
23:17 25-10-2021
1

სიახლეები პოპულარული