17-წლამდელები ბოლო ტურის მატჩს ესტონეთის წინააღმდეგ ითამაშებენ

AutoSharing Option
საქართველოს 17 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი ისლანდიის ასაკობრივ გუნდთან ფრედ - 1:1 ითამაშა, ხოლო მეორე ტურის შეხვედრაში მასპინძელი უნგრეთი 0:1 დაამარცხა და ჯგუფში 4 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

ხვალ, 19:00 საათზე, გიორგი ჩიტაურის გუნდი, საკვალიფიკაციო რაუნდის ბოლო მატჩში, ესტონელ თანატოლებს დაუპირისპირდება. ბიჩკეში გასამართი მატჩისთვის 17-წლამდელები სრული შემადგენლობით ემზადებიან.

ესტონეთის 17-წლამდელებმა ჯგუფის პირველი შეხვედრა ჯგუფური ეტაპის მასპინძელ უნგრელებთან 0:3 დათმეს, ხოლო მეორე ტურის მატჩში ისლანდია 2:1 დაამარცხეს და ბოლო ტურის წინ ჯგუფში
3 ქულით მესამე პოზიციას იკავებენ.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგრები ხართ, დღეს იყო თამაში და სამწუხაროდ 1-0 წავაგეთ
0

სიახლეები პოპულარული