U21. თამამად, გულიანად - გულიაშვილის დუბლით და გოჩოლეიშვილის სუპერგოლით საქართველოს ნაკრებმა ინგლისს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბათუმში ამხანაგურ მატჩში ინგლისი 3:2 დაამარცხა.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ინგლისელ თანატოლთა სახით მეტად სერიოზული გამომცდელი ჰყავდა და საინტერესო იყო, როგორ წარმოაჩენდა თავს. წარმოაჩინა და თანაც როგორ - პრემიერლიგისა და ჩემპიონშიფის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ მოწინააღმდეგეს არათუ ტოლი არ დაუდო, არამედ ყველა საფეხბურთო კომპონენტში დაჯაბნა კიდეც და რომ არა შეხვედრის დასასრულს დაშვებული შეცდომები, დიდი ანგარიშით გაიმარჯვებდა.

სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს და მამარდაშვილმა ორჯერ მოიგერია ბალოგუნის დარტყმული ბურთი. უპირატესობას მეტოქე ფლობდა, ძირითადად, მარჯვენა ფლანგიდან გვიტევდა, სვანაძის შეგირდები კი სწრაფი და სახიფათო კონტრიერიშებით
პასუხობდნენ და 24-ე წუთზე გულიაშვილმა შორიდან დალაშქრა გრინის კარი. საქართველოს ნაკრები, მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა, თამამად გამოიყურებოდა და თამაში ლამაზი სანახავი იყო. საჯარიმოში ჩაწოდებებისას მეურვეებს ტანმაღალი გაგუა უგებდა პირველ ბურთზე ბრძოლას. ბრიტანელებს 34-ე წუთზე ჰქონდათ კარგი მომენტი, მაგრამ ბრიუსტერმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს.

მეორე ტაიმი ჩვენმა გუნდმა კარგად დაიწყო. გოჩოლეიშვილმა გულიაშვილი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და მან დუბლი შეასრულა. 54-ე წუთზე გულიაშვილი ჰეთ-თრიკთან ახლოს იყო, თუმცა ახლო მანძილიდან თავით ვერ შეძლო გატანა. საქართველოს ნაკრები უკვე სრულ უპირატესობას ფლობდა, ორივე ფრთიდან და ცენტრიდანაც უტევდა, ბრიტანელებს ზონების გახსნას აიძულებდა და 65-ე წუთზე ზეაქტიურმა გოჩოლეიშვილმა ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ სუპერგოლი გაიტანა. ჩვენს გუნდს ბოლოს ყურადღების მოდუნება კინაღამ ძვირად დაუჯდა, ინგლისელებმა ორი გოლი კუთხურის მოწოდების შემდეგ გაიტანეს და მსაჯის საფინალო სასტვენის ხმაც გაისმა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - ინგლისი 3:2
გოლები: 1:0 გულიაშვილი (24), 2:0 გულიაშვილი (47), 3:0 გოჩოლეიშვილი (65), 3:1 მოლა (81), 3:2 გუეი (90+4)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (კაპანაძე 80), გელაშვილი, კალანდაძე, ხვადაგიანი (ჯინჯოლავა 88), ხარაბაძე, მექვაბიშვილი, ლ. გაგნიძე, გულიაშვილი (დარცმელია 88), მოისწრაფიშვილი (ნ. გაგნიძე 71), გაგუა

ინგლისი: გრინი, ბალოგუნი (გრინვუდი 36), ბრიუსტერი, კროსუელი, დოილი, დრამი (აარონსი 78), გარნერი (სკიპი 78), გიბს-უაიტი, გომესი (გორდონი 67), მოლა, ტომასი (გუეი 77)

altსაქართველოს 21-წლამდე ნაკრები ინგლისთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

მკითხველის კომენტარები / 21 /
მადლობა ბიჭებს, მწვრთნელებს ჩვენი გახარებისთვის!!!! ბრავო!! აგრეთვე მადლობა ეკუთვნის ფეხბურთის ფედერაციას კობიას და ყველას! ქართულ ფეხბურთში პრობლემა და ხარვეზები უამრავია, მუდმივად საქმე არის საკეთებელი რომ ამ ჭაობიდან ამოვიდეთ!! მაგრამ რაც კეთდება ამაზე მადლობა ეკუთვნით!! ამდენი ახალი სტადიონი! ბაზა და მოედანი აშენდა. 17 და 19 წლამდელები ელიტ რაუნდში არიან!! ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს ვმასპინძლობთ სადაც ჩვენი ბიჭებიც ითამაშებენ! ნაკრები ფერზე მოდის რადგან სწორი მწვრთნელი შეურჩიეს. მადლობა და არსებული პრობლემების ხარვეზების გამოსწორებას გისურვებთ!!
კონსტანტინე თავართქილაძე
17 ნოემბერი 2021 10:55
1
ყოჩაღ ბიჭებო!! მადლობა ჩვენი გახარებისთვის!!! აგრეთვე მადლობა კობის და მთელ ფეხბურთის ფედერაციას - უამრავი სტადიონი და მოედანი შენდება! 17 წლამდელები და 19 წლამდელები ელიტ რაუნდში გავიდნენ! ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს ვმასპინძლობთ! ეროვნული ნაკრები ფერზე მოდის რადგან სწორი მწვრთნელი შეურჩიეს!! ჩემპიონატი ორგანიზების და მოედნების მხრივ აშკარად საუკეთესოა!! ამის მიუხედავად უამრავი პრობლემაა და საქმე თავზესაყრელად არის!! თუმცა რაც კეთდება და პოზიტიურია რომ არ აღინიშნოს არ შეიძლება!!!
შავი ლიომი
17 ნოემბერი 2021 09:40
0
ბათუმის სტადიონი,ოღონდ მაყურებლით....და ნებისმიერი გრანდი დამხობილია:)
გურულო
17 ნოემბერი 2021 08:01
0
მოკლედ ასეთი გასახარი შემოდგომის სეზონი როდის იყო არც მახსოვს. ყოჩაღ ბიჭები და სამწვრთნელო შტაბი რომ ფეხბურთს თამაშობენ. შიშით ვერავინ ვერავისთან ითამაშებს და კარგია რომ ბოლოს და ბოლოს დაიწყეს ნაკრებებმა სწორად თამში ქართული სტილით მაგრამ გუნდური შემართებით. იმედი გაჩნდა და ნამდვილად გასახარია რადგან თუ მოგების გემო გაიგეს უფრო მოუნდებათ კიდევ. და რაც მთავარია ლამაზ ფეხბურთს გაუმარჯოს!
Niko
17 ნოემბერი 2021 05:13
0
კარგი იყო. მომავალში ბოლო წუთზე არ გაუშვათ გოლი. ბოლომდე შეინარჩუნეთ კონცენტრაცია.
ქ. გ.
17 ნოემბერი 2021 04:40
0
Ღმერთით Მომავალშიც როგორც ძირითადი ნაკრები, ინგლისის და სხვა ტოპ ნაკრებებზე გამარჯვება გაიხარეთ
1111
17 ნოემბერი 2021 00:59
0
ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, უნდა მოვიგოთ ევროპა,თან სახლში ვთამაშობთ,თან 5 კაცი დაგვემატება დიდი ნაკრებიდან. მხოლოდ დაცვაა მისახედი, არეული და სუსტები ჩანდნენ სხვა რგოლებთან შედარებით.
იმედა
16 ნოემბერი 2021 22:19
3
ყოჩაღ ბიჭებო, თუ მომავალში გააგრძელებთ თქვენს თავზე მუშაობას კიდევ ბევრჯერ ასახელებთ ქვეყანას და თქვენს ოჯახებს !!!
გიორგი
16 ნოემბერი 2021 21:51
0
გულიაშვილი,გოჩოლეიშვილი და გაგუა ღირსები არიან მტავარ ნაკრებში გამოძახების! განსაკუთრებით გაგუა! მაღალი სწრაფი და ძლიერია თანაც ჭკვიანი
რობი
16 ნოემბერი 2021 21:47
5
თუმცა, ყველანი მაგრები არიან გეთანხმები, გაგუაც და ყველაც მთელი გუნდი კარგები არიან და მწვრთნელიც კარგი ყავთ.
შაკო
17 ნოემბერი 2021 11:40
0
შაკო და რობი ყველანი მაგრები არიან არ შეიძლება ეგეთი სიტყვების წერა აქ!
T.q
17 ნოემბერი 2021 03:13
1
ყველა გამოხმაურება
სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი ჩვენების თამაშით ინდივიდუალურად და გუნდურად განსაკუთრებით მეორე ტაიმში თუ ბოლო წუთებს არ ჩავთვლი. აი, ეს მარილის კარგად მოყრა მაინც ისევ ჩვენი სუსტი წერტილი რჩება.
გიორგი
16 ნოემბერი 2021 21:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული